ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2011


ხათუნა ბოლქვაძეს

თენდება... ალიონს ღიმილით ვხვდები და...
ლერწმის ღერს ეხება ლამაზის ტუჩები,
თბილისშიც ჩადიან აჭარის მთებიდან,
მგოსნებით ივსება პატარა ქუჩები.
გათენდა... რიჟრაჟზე თვალწარმტაც ამ უბანს
ბავშვებმაც შეჰმატეს სიცოცხლის ხალისი,
ახალი თაობა დაიცავს დარუბანდს,
აღსდგება მარაბდა... იელვებს კრწანისი.
მაშინ მზეც სხვაგვარად დაიწყებს ნათებას
და გულწრფელ სიხარულს ვერავინ დაფარავს,
მაშინ არ მოსჭრიან დიდოსტატს მარჯვენას,
მშვიდობა ექნება მცხეთას თუ საფარას.
ვიღვიძებ... ალიონს ღიმილით ვხვდები და...
მხურვალედ მკოცნიან მზექალას ტუჩები,
ქალაქშიც ჩადიან არხოტის მთებიდან,
ვფიქრობ დღეს კაფიებს ვერ გადავურჩები.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები