ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2011


ძმებო! (ბექა ახალაიას, გიორგი ლაცაბიძეს, ირაკლი ბერიას, თორნიკე ჭელიძეს)

ძმებო! დედამიწა სულმთლად გაცივდა და
რაღაც ამ ბოლო დროს ყველამ აურია!
ისევ მეწერება... თუმც ახლა ისე ვარ,
როგორც მაგალითად: ქალუნდაურია!
აფსუს! მთელს ქალაქში მოწყენილობაა,
აღარც ჟრიამული... აღარც ხმაურია!
ჩემს დოლს ახლა ერთი მაგრად შემოვსცხებდი,
მაგრამ რაღა დროის დიმპიტაურია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები