ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2011


. . .

და სადაცაა მოთოვს,
ნახე რა სადა ცაა...
შენი კანივით თოთო,
თბილი და სადაცაა

შემომადნები როგორც,
გზები ადნება ნალებს
და არა როგორც გოგო
და არა როგორც ქალი,

- რაც უფრო სადაცაა,
როგორც ნიავი ფოთოლს,
გეტყვი რა სადა ცაა...
და სადაცაა მოთოვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები