ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2011


ერთი, ჩვენთვის, ყველასთვის, საყვარელი საიტელის პორტრეტული შტრიხები


რაც სტკენია და რაც გულს სდებია,
თვალის ჭაობში ჩაჰგუბებია.
დადის და დააქვს სიმძიმე მხრებით,
აქ რომ არ არის...-მიხვდები უმალ, ხელის შეხებით.
დადის...-უცნაურად თავისებური,
სევდით სველი და დამძიმებული.
ფიქრობს გზა იპოვა "მამასთან" მისასვლელი,
"სახლში" დაბრუნების აქვს დიდი მცდელობა,
ზურგით სახლი დააქვს და შუბლით მინაწერი:
"ნახევარსაუკუნოვანი დედამიწელობა"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები