ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გრეგორი ლომაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 მაისი, 2011


  ჩამოტვირთვა

"კეთილშობილი " სიდედრი

ჩემი სიდედრი შენსას ჯობია,
არა შენი ჯობს ჩემს,
ორივე წყალში დაგვახრჩობია,
შენც დაისვენებ მეც.

პირდაპირ სახლში მისვლა არ მინდა -
ცხვირაბზეკილი ზის,
თავისი მყრალი მჭერმეტყველებით
ჩემს ოჯახს უთხრის ძირს.

სულ მსაყვედურობს კეთილშობილი,
მლანძღავს და ცოლს კი აქებს,
ვიწყებ გინების კორიანტელსა
მაგრად რომ გამიჩმახებს.

სიმაღლით არის მეტრა ორმოცი
ცხრა დავადების პირით,
სიტყვას რომ უკან შემოუბრუნებ
გორილასავით ყვირის.

წამში გაისვრის ცხრაათას სიტყვას,
მერე დაიწყებს ჯირითს,
თუ მოინდომა კრაზის პაკრიშკას
წამში გაბერავს პირით.

არ ვიცი რა ვქნა, რა მოვუხერხო,
ჩამიქრო მზე და მთვარე,
ჩემი ცოლი რომ ნებას დამრთავდეს,
ზოოპარკში ჩავაბარებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები