ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2011


უცხო ვარსკვლავისა

ს უ ლ ო , 
      ჯერ  კიდევ       
                ( ცოდვათაგან  ლამის  მიმქრალიც ...)
დაუზარებლად  რომ  ხალისობ 
      დილის  ნიავთან ,         
როგორც  აქამდე  -
      ს ი კ ვ დ ი ლ ზ ე    კვლავ  ბევრმოფიქრალი ,         
მაინც  ჯიუტად
      უ კ ვ დ ა ვ ე ბ ა ს  ელტვი  ნიადაგ ... 
               
გ უ ლ ო , 
      ხან  გიჟო  და  ხან  შეშლილო
( დღემდის  რომ  ერთი  ნაკაწრიც  კი
      ვერ  დაგიამდა ...) ,
განწირული  ხარ  ( გაჩენითვე  ) 
      სამიდღემშიოდ  -
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს თ ვ ი ს 
      მოუღლელად  ძგერდე  ნიადაგ ...
                                                 
ს ი ც ო ც ხ ლ ე ვ , 
      ჯერაც  მზიან  ზეცას  ვერშეხიზნულო
( თუმც  სადაცაა ,       
      თვით  მზეც    მწუხრის  ნაპირს  მიატანს ...),
ისევ  და  ისევ   
      იმაზეღა  გმართებს  იზრუნო,
რომ  კვლავ  ჩვეულად 
      ა ჯ ა ვ რ ე ბ დ ე    ს ი კ ვ დ ი ლ ს  ნიადაგ ...
                                               
... ამ  წამს  მთვარესთან 
    ( ღრუბლებში  რომ  წყნარად  მიცურავს ) ,
უცხო  ვარსკვლავმა 
      ( უცაბედად )  გაიჭიატა ...


სიყვარულით  მოგესალმებით  თქვენთან  ყოფნას  მონატრებული,  იმსოფლიდან  ახლადმობრუნებული  თქვენი  იმო  ძია!  სამწუხაროდ,  ჯერ  დიდხანს  მონიტორთან  ჯდომა  არ  შემიძლია,  ამიტომ  შიგადაშიგ  შემოვიხედავ  ხოლმე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები