ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: N O D O
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2011


შენი სახელის ასოებს ვმარხავ...

მე გხედავ ისეთს როგორიც მინდა
რომ იყო, თუმცა არა ხარ ალბათ,
ქსოვ ეშმაკების გასათბობ წინდას
და მაინც მზერა არა გაქვს ყალბი.

იცოდი ყველა ნაბიჯი ახლა
არ იცი უკვე პირველის მერე,
გინდოდა ერთი პატარა სახლი,
აჰა ევრიკაც, იქავებ ხელებს.

რადგან იცვლება დროება ასე,
ვის რას უმზადებს გაიგებს ვინმე?!
ენას ძვალი აქვს, ეს ტკივა სასას
და ვეღარ უძლებს კბილების ყინვას.

ბედზე ვისა აქვს საქმე და ვის არ
მიხვდები როცა იქნება გვიან
მე გამგზავრების ჩაგირტყამ ვიზას,
მერე იარე ბილიკზე ქვიან

იარე, თვითონ ირჩიე რახან
და ნუ მოიძრობ სიცილის ნიღაბს,
შენი სახელის ასოებს ვმარხავ,
ჩემი გულის და გონების მიღმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები