ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2011


მთაწმინდაზე (მედეა კაზარაშვილს, ნათია პაპიძეს, ლაშა ბასილაშვილს, გიგა ცაგარეიშვილს)

როს მთაწმინდაზე ავედით
მთვარე მივიდა ვარსკვლავთან,
სულ სხვანაირად აძგერდა
გული მერაბის საფლავთან.
ისეთი იყო შეგრძნება -
კაცი ცხვრის ტყავზეც დაწერდა,
ურაკელების ხეტიალს
სუსტი პოეტიც აღწერდა.
გულებს ვუთბობდით ერთმანეთს,
შევსციცინებდით თვალებში,
თან ყველა სათქმელს ვატევდით
ერთ სიტყვა: ’’გენაცვალე“-ში.
დავლოცეთ მთვარის ნიშნობა,
მთვარე-მთვარეა, მზე-მზეა,
ერთურთს სიტყვებით ვამკობდით:
მე, ნათია და მედეა.
როს მთაწმინდაზე ავედით
მზე ათამაშდა ვარსკვლავთან,
გული სხვაგვარად აძგერდა
სულიერ ძმების საფლავთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები