ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2011


Я-პონია 日本

ბ-ს

დღეს ისევ გამოძვრა მზე,ცის ვიწრო და აზიურ ჭრილიდან.
და ისევ დასერეს ღრუბლები ბავშვებმა,ჭრელ-ჭრელი ფრანებით.
მე ისევ სხეულზე ოქროსფრად ნაქარგი კიმონო მომიჭერს
Issey miyake-ით გაჟღენთილ ოთახში,ხის კასრი „ოფურო“

ნელ-ნელა ივსება ვნებით და მიწიდან ზეცისკენ ვეშვებით.
არავინ არ გვერჩის,გადადე.ფოლადით ნაჭედი კატანა,-
მე ისევ წავალ და მოგიტან დარჩენილ თბილ საკეს პეშვებით.
(დღეს აყვავებული საკურა ცას ალუბლისფერად დაკორტნის).

სხეულის ამ ვიწრო ყელიდან,სულსაც კი ფინჯანში ჩაგიღვრი,
რომ იქნებ წყურვილი მოიკლა,რომ აღარ მიმართო ჰარაკირს.
რომ იქნებ როგორმე დამცალო,მოუშვი გრძნობების აღვირი
და მერე უბრალოდ მომენდე,ბოლომდე შევიგრძნოთ „ჰანამი“.

დღეს ისევ შემოვდგამ საკურას ნახშირზე სპილენძის ჩაიდანს.
შენ ზიხარ ფეხმორთხმით და ისევ მიკითხავ მაცუო ბასიოს
და სანამ ჰელიო-სიყვარულს მპირდები და სანამ ჩავიდენთ
რაიმეს,ვიხსენებთ თუ როგორ სწამდა და „ელოდა ბისეი“.

ლოტოსის ყვავილის კვარცხლბეკზე ბუდა ზის (შენსავით ფეხმორთხმით)
და ჩვენი ღმერთი კი უბრალოდ დაგვყურებს ზევიდან ღიმილით.
წამოდი!მრცხვენია,სადმე დავიმალოთ,დროს ნუღარ აფერხებ,-
უთხარი რიუნოსკეს „რასიომონის კარიბჭე“გაგვიღოს.


ani matisi 8.05.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები