ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2011


ბოლო ნუგეშისა

წიგნიდან  ,,მინაწერები  ცადსაფრენ  წერილებზე"


გული  -
        ოცნება    ცად    რომ    ეწევა  -
ვერ  ჰგუობს    სხეულს  -
      ზონას  ბუფერულს ... 
და  სწამს  - 
        გზად    მაინც    წამოეწევა
სიკეთე , 
        თუმცა  ავი  სულ  ბევრობს ...
                         
სული 
        თავის    გზას    უნდა  ეწიოს
თუნდ  რომ    სვეწერამ 
        მზეც  დაუბნელოს ...
-  ევნოს ,  იწვალოს , 
        კარგოს ,  ეძიოს... 
ძაღლებრ    უყეფოს 
        ყოფას    უფეროს !..

წასვლით  კი  -
        ვერსად  ისე  ვერ  წავა ,               
მიწას 
        ანდერძი  არ  დაუბაროს ...
ვერც  ჯავრს  ჭამს  , 
        მუზის  ძუძუნაწოვი 
და  ვეღარც  ნადიმს   
      იქმს  ნასუფრალით ...

ყველა  ცოდვილი ,
      ბოგანო  და  მწირი  უმწეო , 
ხომ  შენვე  უნდა  შეიფარო
        ბოლოს ,  უფალო !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები