პირველსავე დღეებში, ქალაქში რომ ჩამოვედი, ერთ პატარა მოედანზე, მერიის წინ, ხალხის პატარა ჯგუფი შევნიშნე, ისინი ერთი კაცის ირგვლივ შემოკრებილიყვნენ, რომელიც ხმამაღლა კითხულობდა ბიბლიას. ძაღლი რომელიც თან ახლდა და მის ფეხებთან იწვა, ოდნავ გვიან შევნიშნე. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, რომ ამ უზარმაზარმა, საზარელმა ქმნილებამ, ჩემი ყურადღება ადრევე არ მიიპყრო. მუქი შავი ფერის ბეწვი თავისივე ცხიმისგან ულაპლაპებდა, გოგირდისფერი ყვითელი თვალები ჰქონდა და როდესაც ხახა დააფჩინა, თავზარდაცემულმა დავინახე, რომ კბილები ზუსტად თვალების ფერი ჰქონდა. საერთოდაც ვერცერთ სულიერ არსებას ვერ შეადარებდი. მის ძლიერ მზერას, დიდხანს ვერ გავუძელი და ისევ მქადაგებლისკენ გავიხედე. ჩაფსკვნილ ტანზე დაძონძილი სამოსი ეცვა, მაგრამ კანი, რომელიც ნაფლეთებიდან ანათებდა, სუფთა იყო როგორც მისი ძონძები. ხელთ ძვირფასი თვლებით მოჭედილი ბიბლია ეპყრა, ხმა მშვიდი და მკვეთრი ჰქონდა. სიტყვები უჩვეულო სიცხადით გამოირჩეოდა. ასე, რომ მისი ქადაგება ხალხზე უშუალო და შთამბეჭდავ ზეგავლენას ახდენდა. ყურადღება მივაქციე, რომ არანაირ იგავებს არ იყენებდა. ეს ბიბლიის ყოველგავარი ფანტაზიისგან თავისუფალი განმარტება იყო და თუ მისი სიტყვები დამარწმუნებლად მაინც ვერ ჟღერდა, ეს მის ფერხთით გაუნძრევლად მწოლარე ძაღლის ბრალი იყო, რომელიც მსმენელებს თავისი ყვითელი თვალებით აკვირდებოდა. თავდაპირველად მქადაგებლის და ძაღლის უცნაურმა კავშირმა დამატყვევა, რამაც მაიძულა ამ კაცის ასავალ-დასავალი მეძებნა.
ყოველდღე ქადაგებდა მოედნებსა და ვიწრო ქუჩებში, მაგრამ მისი პოვნა არც ისე ადვილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გვიან ღამემდე არ წყვეტდა თავის საქმიანობას. თავისი მკაფიო და უბრალო დაგეგმარების მიუხედავად, ქალაქიც თავგზას მიბნევდა. როგორც ჩანს, შინიდან სხვადასხვა დროს გამოდიოდა და არც წინასწარ განსაზღვრული რაიმე გეგმა ჰქონდა. ხან მთელი დღე ერთ ადგილზე გაჩერებული ქადაგებდა შეუწყვეტლად, ხანაც ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ იცვლიდა ადგილს. ძაღლი სულ თან დასდევდა, ქუჩაში მოაბიჯებდა და როცა კაცი ქადაგებას იწყებდა, შავი უშველებელი პირუტყვი მიწაზე მძიმედ ეშვებოდა. ბევრი მსმენელი არასდროს ჰყოლია. უმეტესად მარტო იდგა, მაგრამ მალე შევამჩნიე, რომ ეს ქადაგებაში ხელას არ უშლიდა, ხშირად დამინახავს, ქუჩაში იდგა და ხმამაღლა ლოცულობდა, ხალხი კი შორიახლო ფართო ქუჩაზე მიიჩქაროდა და ყურადღებას არ აქცევდა.
ვინაიდან, ვერასგზით ვერ მივაკვლიე მეთოდს, იგი ადვილად მეპოვნა და ყოველთვის შემთხვევის ანაბარა ვრჩებოდი, გადავწყვიტე მისი ბინა მომეძებნა. მაგრამ, ვაი რომ მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. ერთ დღეს მთელი დღე კუდში დავდევდი. ამის გამეორება რამდენიმე დღე მომიწია, რადგან საღამოობით ანაზდად თვალსა და ხელს შუა მეკარგებოდა, ვფრთხილობდი, რომ ჩემს განზრახვას არ მიმხვდარიყო. ამიტომ ვცდილობდი შეუმჩნეველი დავრჩენილიყავი.
ბოლოს გვიან ღამით კი თვალი მოვკარი, ამ ქალაქის უმდიდრესი ხალხით დასახლებულ უბანში როგორ შეაღო ერთ-ერთი სახლის კარი.
ამ დღიდან ჩემი დამიკიდებულება მისდამი შეიცვალა. აღარ ვემალებოდი. ვცდილობდი, სულ მის სიახლოვს ვყოფილიყავი ისე, რომ მას არ დავენახე, მაგრამ ხელს არ ვუშლიდი. მხოლოდ ძაღლი მიღრენდა, ეგ იყო და ეგ.
ასე გაგრძელდა რამდენიმე კვირა. ერთხელაც, ზაფხულის მიწურულს, იოანეს სახარების განმარტება რომ დაასრულა, ჩემთან მოვიდა და მთხოვა შინ გავყოლოდი.
მეტი არაფერი უთქვამს ასე გავიარეთ მთელი გზა.
შინ რომ შევედით, ბნელოდა. დიდ ოთახში, სადაც შემიყვანა, უკვე ლამფა ენთო. ოთახი ქუჩის დონიდან რამდენიმე საფეხურით დაბლა მდებარეობდა. კედლებიც ვერ დავინახე; ისინი წიგნებს დაეფარა მთლიანად. ლამფის ქვემოთ, ნაძვის ხის დიდი უბრალო მაგიდასთან გოგო იდგა და კითხულობდა. მას მუქი ლურჯი კაბა ემოსა. ჩვენს შემოსვლაზე არ შემოტრიალებულა. სარდაფის ერთ-ერთ ჩამოფარებულ სარკმელთან ლეიბი იყო აყუდებული, ხოლო მოპირდაპირე კედელთან საწოლი იდგა, მაგიდასთან კი-ორი სკამი და კართან-ღუმელი. გოგოსკენ რომ გავემართეთ, ჩვენსკენ შემობრუნდა და მისი სახეც გავარჩიე. ხელი ჩამომართვა და სკამზე მიმითითა. შევნიშნე რომ კაცი უკვე საწოლში იწვა და ძაღლიც მის ფეხებთან იყო მოკალათებული.
-ეს მამაჩემია,-თქვა გოგომ. მას უკვე ძინავს და ჩვენი საუბარი არ ესმის. ამ დიდ შავ ძაღლს კი სახელი არ აქვს. ის ერთ საღამოს ჩვენთან მოვიდა, როდესაც ქადაგება დაიწყო. კარი არ ჩაგვიკეტავს. მან თათით სახელური ჩამოსწია და შინ შემოიჭრა.გაოგნებული ვიდექი გოგოს წინ, ჩუმად ვკითხე, ვინ იყო მამაშენი ადრე-მეთქი.
-ის მდიდარი კაცი იყო, ბევრი ქარხნის მეპატრონე,-მიპასუხა და თვალები დახარა.-მან მიატოვა დედაჩემი და ჩემი ძმები, რათა ადამიანებისთვის ჭეშმარიტება ექადაგა,
-გჯერა, რომ ჭეშმარიტებაა ის, რასაც მამაშენი ქადაგებს?-ვკითხე მე.
ჭეშმარიტებაა,-თქვა გოგომ.-მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ჭეშმარიტება იყო, ამიტომაც წამოვყევი და მასთან ერთად ამ სარდაფში ვცხოვრობ. მაგრამ არ ვიცოდი, ძაღლიც თუ მოვიდოდა ამ ჭეშმარიტების მოსასმენად.
გოგო გაჩუმდა და ისე შემომხედა, თითქოს რაღაცის თხოვნა სურდა, მაგრამ ვერ გაებედა.
-გააგდე ძაღლი,-ვუთხარი .გოგომ თავი გააქნია.-მას არა აქვს სახელი და წასვლითაც არ წავა,-თქვა ჩუმად. მან დაინახა, რომ ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა და მაგიდასთან მდგომ ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა. მეც ჩამოვჯექი. -ამ პირუტყვის გეშინია?-ვკითხე: -ყოველთვის მეშინოდა მისი,-მიპასუხა გოგომ.
ერთი წლის წინ, როდესაც დედაჩემი ადვოკატთან და ჩემ ძმებთან ერთად მოვიდა მამაჩემის და ჩემს წასაყვანად, მათაც შეეშინდათ. ძაღლი მამაჩემს გადაუდგა და ღრენა დაგვიწყო. საწოლში რომ ვწევარ, მაშინაც მეშინია მისი, დიახ, განსაკუთრებით მაშინ. ახლა ყველაფერი შეიცვალა. შენ მოხვედი და მე შემიძლია ძაღლზე გავიცინო. ყოველთვის ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. რასაკვირველია, არ ვიცოდი, როგორი იქნებოდა ის მამაკაცი, რომელიც ერთ საღამოს მამასთამ ერთად ჩამოვიდოდა ამ სარდაფში, სადაც ლამფა იქნებოდა ანთებული და ქუჩაშიც ხმაური მინელებული; სადაც საქორწინო ღამეს გავატარებდი ამ ნახევრად მიწაში ჩაფლულ ოთახში, ჩემს საწოლში, ბევრი წიგნის გარემოცვაში. ასე ვიქნებით, გვერდიგვერდ-ქალი და მამაკაცი. იქ, მოპირდაპირე მხარეს კი, ლეიბზე მამა იწვება სიბნელეში, როგორც ბავშვი, ხოლო დიდი შავი ძაღლი ჩვენს სიყვარულს უყარაულებს.
რა დამავიწყებდა ჩვენს სიყვარულს?!
ფანჯრები ვიწრო მართკუთხედებივით ჰორიზონტალურად ლივლივებდნენ სადღაც სივრცეში, ჩვენი სიშიშვლის ზემოთ. ტანი-ტანს მიკრულები ვიწექით, კვლავ და კვლავ ერთმანეთში ვიძრებოდით და სულ უფრო ხშირად ვეხუტებოდით ერთმანეთს. ქუჩიდან შემოსული ხმაური ზედ ერთვოდა ჩვენს ვნებიან შეკივლებას, ხანაც მთვრალის არეული ფეხის ხმა, ხან კი-მეძავის ფრთხილი ნაბიჯები, ერთხელაც-ჯარისკაცების მონოტონური, მწყობრი ნაბიჯების რიტმი, რომელიც ცხენების ფლოქვების თქარუნმა და ბორბლების ყრუ ხმამ შეცვალა.
ერთმანეთის გვერდით ვიწექით მიწისქვეშ, თბილ წყვდიადში გახვეულები, აღარ გვეშინოდა. კუთხიდან, სადაც კაცს ლეიბზე, ჩუმად ეძინა, როგორც მიცვალებულს, ძაღლის ორი ყვითელი თვალი მოგვშტერებოდა-გოგირდისფერი მთვარის ორი დისკო, რომლებიც ჩვენს სიყვარულს დარაჯობდა.
ასე შემოგვეპარა ყვითლად და წითლად მოელვარე შემოდგომა, რასაც ნაგვიანევი ზამთარი მოჰყვა, წინა წლების აუტანელი სიცივისგან განსხვავებით-თბილი და წყნარი.
მაგრამ ვერცერთხელ ვერ შევძელი გოგონა სარდაფიდან გამომეტყუებინა, რათა ჩემი მეგობრები გამეცნო, თეატრში წამეყვანა (სადაც გადამწყვეტი ამბები ელოდა), ან ფერდობებზე შეფენილ დაბურულ ტყეებში გვესეირნა, ქალაქს მწვანე ტალღებად რომ შემორტყმოდნენ. ის მუდამ ნაძვის ხის მაგიდასთან იჯდა, მამისა და ძაღლის დაბრუნებამდე, მერე კი, ფანჯრების ყვითელ შუქზე, თავის საწოლში შემიტყუებდა ხოლმე.
მაგრამ ერთხელაც, გაზაფხულის პირზე, როცა ქალაქში ჯერ კიდევ ბლომად იდო თოვლი-ჭუჭყიანი და წყლიანი-გოგო ჩემს ოთახში შემოვიდა. მზე ირიბად ანათებდა ფანჯარაში. გვიანი იყო და ღუმელში შეშა შევუკეთე.
და აი ისიც გამოჩნდა,თავის მუქ ლურჯ კაბაში,ფერმიხდილი, აცახცახებული, ერთიანად გათოშილი. პალტო არ ეცვა, ფეხსაცმელი კი, რომელიც მის ფეხზე პირველად ვნახე, წითელი ფერისა იყო, ბეწვით გაწყობილი.-ძაღლი უნდა მოკლა,-მითხრა კარის ზღურბლიდანვე; სუნთქვა შეკვროდა, თმა გასწეწოდა და გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა. მოჩვენებას ჰგავდა, ხელის მიკარება ვერ გავბედე, კარადისკენ წავედი და რევოლვერი მოვძებნე.
-ყოველთვის ვიცოდი, რომ როდესმე ამას მომთხოვდი, ვუთხარი მე,-ამიტომ იარაღი შევიძინე. -როდის უნდა მოხდეს ეს? -ახლავე,-მიპასუხა თითქმის ჩურჩულით.-მამასაც ძალიან ეშინოდა მისი, მუდამ ეშინოდა, ახლა კი ვიცი ეს. იარაღი მოვსინჯე და პალტო ჩავიცვი. -ისინი სარდაფში არიან,-თქვა გოგომ და თვალები დახარა.-მამა მთელი დღე ლოგინში წევს და არ ინძრევა; ისე ძალიან ეშინია ძაღლის, ლოცვის თავიც აღარა აქვს. ძაღლი კართან წევს.
მდინარეს თავქვე ჩავუყევით, შემდეგ ქვის ხიდი გადავიარეთ. ცა სისხლისფრად იყო შეღებილი. მზე ახალი ჩასული იყო. ქალაქი ჩვეულებრივზე მეტად იყო გამოცოცხლებული.
ადამიანები და მანქანები თითქმის სისხლიანი ტბის ძირას ირეოდნენ, რადგან სახლებს დაისის შუქს თავიანთი ფანჯრებით და კედლებით აერეკლა. ბრბოში გზას ვიკვალავდით. ტრანსპორტი მატულობდა, მივდიოდით დამუხრუჭებული მანქანების და ომნიბუსების ორომტრიალში. ისინი ჰგავდნენ ურჩხულებს, ავად მოლაპლაპე თვალებით. ჩავუარეთ რუხჩაფხუტიან აღელვებულ პოლიციელებსაც. ისეთი თავგამოდებით მივიწევდი წინ, რომ გოგო ჩამომრჩა .და , აი , ქუჩაც ავირბინე ქოშინით, პალტოგახსნილმა; იისფერი ბინდი სულ უფრო მეტად მუქდებოდა, მაგრამ დამაგვიანდა, სარდაფის კიბე რომ ჩავირბინე, იარაღი მოვიმარჯვე და კარს ფეხი ვკარი, საზარელი ძაღლის უზარმაზარმა ჩრდილმა ფანჯარაში გამასწრო; მინა ჩაიმტვრა; იატაკზე მოთეთრო მასა ეგდო შავ გუბეში.
კაცი ძაღლს ისე დაეგლიჯა, რომ ვეღარც იცნობდი. აკანკალებული ვიდექი კედელთან, ნახევრად წიგნებში ჩაკეცილი. გარედან მანქანების საყვირის ხმა შემოიჭრა. საკაცე შემოიტანეს. ექიმის ჩრდილი დავლანდე მიცვალებულთან, მის გვერდით კი გაფითრებული, კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელები იდგნენ. ხალხის ტევა არ იყო.
მე გოგოს ვეძახდი. ქალაქში გავვარდი, ხიდი გადავირბინე, ბოლოს ჩემს ოთახში შევვარდი, მაგრამ გოგოს ვერსად მივაგენი. სასოწარკვეთილი, მშიერ-მწყურვალი შეუსვენებლად ვეძებდი. პოლიცია ფეხზე დააყენეს, რადგან ყველას ეშინოდა უზარმაზარი ძაღლის. სამხედროებიც ჩართეს. ტყე საგულდაგულოდ გადაჩხრიკეს, ნავები ჩაუშვეს ბინძურ, ყვითელ მდინარეში. გრძელი ჭიგოებით მტკაველ-მტკაველ გადასინჯეს ფსკერი, მაგრამ ამაოდ. როცა გაზაფხული დადგა, თბილი შხაპუნა წვიმებითა და წყალდიდობით, ქვისსამტეხლოების გამოქვაბულებშიც დაუწყეს ძებნა, მაღლა აწეული ჩირაღდნებით. საკანალიზაციო არხშიც ჩავიდნენ და საკათედრო ტაძრის იატაკიც გადაჩხრიკეს, მაგრამ გოგოს კვალს ვერსად მიაგნეს, ძაღლიც უკვალოდ გაქრა.
სამი დღის შემდეგ, გვიან ღამით დავბრუნდი ჩემს ოთახში, ქანცგაწყვეტილი და იმედგადაწურული. საწოლზე ტანგაუხდელად მივეგდე. უცებ ქუჩიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა. წამოვხტი, ფანჯარა გამოვაღე და ღამეში გადავეყუდე. ქუჩა ჩემს ქვემოთ შავ ბაფთასავით ბზინავდა, ჯერ კიდევ სველი წვიმისგან, რომელმაც შუაღამემდე გასტანა. ლამპიონების შუქიც ერთმანეთში მოლივლივე ოქროს ლაქებივით ირეკლებოდა მის ზედაპირზე, იქით, ხეების გასწვრივ, გოგო მიაბიჯებდა, თავის მუქ ლურჯ კაბაში და წითელ ფეხსაცმელებში; თმას ღამის შუქზე ლურჯი ელფერი დაჰკრავდა და მხრებზე თავისუფლად შემოხვეოდა. მის გვერდით მუქი ჩრდილი მოძუნძულებდა თვინიერად და უხმოდ, კრავივით, მოჰყვებოდა ძაღლი, რომელსაც ყვითელი, მრგვალი თვალები უელავდა.
http://www.samvel.net/text/lib/00013883.txt
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ანი,ფრიდრიჰ დიურენმარტმა თავის დროზე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დღემდე "მოსამართლე და მისი ჯალათი" სამაგიდო წიგნია. ეს მოთხრობა კი წაკითხული არ მქონდა. წყობით რამდენად ახლოა ორიგინალთან, არ ვიცი, მაგრამ არაჩვეულებრივად იკითხება. იშვითად არის (ჩემთვის) ისეზტი ნაწარმოები, რაც უკან არ მიმახედებს და მითრევს. ეს თარმანი ზუსტად ასეთია. მაშინვე "შედიხარ" .. :) ძალიან კარგი იქნებოდა დიურენმარტის თარგმნა გაგეგრძელებინა. :). კარგად გრძნობ გერმანულ "გარემოს".
ოოო, ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ !
პატივისცემით: ტენდი 5 ანი,ფრიდრიჰ დიურენმარტმა თავის დროზე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დღემდე "მოსამართლე და მისი ჯალათი" სამაგიდო წიგნია. ეს მოთხრობა კი წაკითხული არ მქონდა. წყობით რამდენად ახლოა ორიგინალთან, არ ვიცი, მაგრამ არაჩვეულებრივად იკითხება. იშვითად არის (ჩემთვის) ისეზტი ნაწარმოები, რაც უკან არ მიმახედებს და მითრევს. ეს თარმანი ზუსტად ასეთია. მაშინვე "შედიხარ" .. :) ძალიან კარგი იქნებოდა დიურენმარტის თარგმნა გაგეგრძელებინა. :). კარგად გრძნობ გერმანულ "გარემოს".
ოოო, ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ !
პატივისცემით: ტენდი 5
21. ამ პირუტყვის გეშინია? არამგონია ძაღლზე პირუტყვს ამბობდნენ. ამ პირუტყვის გეშინია? არამგონია ძაღლზე პირუტყვს ამბობდნენ.
20. წავიკითხე...:-* თარგმანში...5 მე ეტყობა ორიგინალიც არ მომეწონებოდა...არ მიყვარს ასეთი არც მისტიური, თან მისტიური წავიკითხე...:-* თარგმანში...5 მე ეტყობა ორიგინალიც არ მომეწონებოდა...არ მიყვარს ასეთი არც მისტიური, თან მისტიური
19. თარგმანი ძალიან კარგია! გაიხარე ანი! 5555 თარგმანი ძალიან კარგია! გაიხარე ანი! 5555
18. ანი, დავიწყებ იმით, რომ პირველი აბზაცი ოდნავ დამღლელი მომეჩვენა (ვითვალისწინებ, რომ თარგმანია) და იყო რამდენიმე, პატარ-პატარა შეცდომა.
ყოველ, შემთხვევაში, მომეწონა შენი მცდელობა :) ანი, დავიწყებ იმით, რომ პირველი აბზაცი ოდნავ დამღლელი მომეჩვენა (ვითვალისწინებ, რომ თარგმანია) და იყო რამდენიმე, პატარ-პატარა შეცდომა.
ყოველ, შემთხვევაში, მომეწონა შენი მცდელობა :)
17. იგიო, აგიო, ჩაგეხუტეო და ამბავიო:D
ხო შეიძლებაოოო?:D
თუ არ შეიძლება, მაინც ჩაგეხუტეო:D
:-*:-*:-*
პ.ს.ინტელექტუალური პროფილი:D
პ.ს.2.ნაწერს ცოტა გვიან წავიკითხავ:-* იგიო, აგიო, ჩაგეხუტეო და ამბავიო:D
ხო შეიძლებაოოო?:D
თუ არ შეიძლება, მაინც ჩაგეხუტეო:D
:-*:-*:-*
პ.ს.ინტელექტუალური პროფილი:D
პ.ს.2.ნაწერს ცოტა გვიან წავიკითხავ:-*
16. მადლობა;;)
ქ-ნო კატიე რა ოფიციალური ხარ:D
ოკს რო წაიკითხავ მერე მითხარი:-* მადლობა;;)
ქ-ნო კატიე რა ოფიციალური ხარ:D
ოკს რო წაიკითხავ მერე მითხარი:-*
15. ტექსტი ნამდვილად დალაგებულია, თხრობაც მომწონს, მხოლოდ იმის თქმა არ შემიძლია, რამდენად კარგადაა თარგმანი შესრულებული, რადგან გერმანული არ ვიცი... რუსულად კი, აუცილებლად წავიკითხავ :)
ტექსტი ნამდვილად დალაგებულია, თხრობაც მომწონს, მხოლოდ იმის თქმა არ შემიძლია, რამდენად კარგადაა თარგმანი შესრულებული, რადგან გერმანული არ ვიცი... რუსულად კი, აუცილებლად წავიკითხავ :)
14. ,,თარგმანი ძალიან მომეწონა. მე ნიჭიერი პოეტი მეგონე, შენ კი კარგი მთარგმნელიც ყოფილხარ მომეწონა თარგანი. " ვთანხმობ მარტინ იდენს.
ანი ძალიან კარგია!!!! ,,თარგმანი ძალიან მომეწონა. მე ნიჭიერი პოეტი მეგონე, შენ კი კარგი მთარგმნელიც ყოფილხარ მომეწონა თარგანი. " ვთანხმობ მარტინ იდენს.
ანი ძალიან კარგია!!!!
13. 12. დიურენმატს გერმანისტებიც ვერ ვკითხულობთ ლექსიკონის გარეშე მარტინ იდენი. 2011-05-13 21:17:35
მე ის ერთი და გამორჩეული ვყოფილვარ, მაშ !!! :)
ოპრიგინალიდან თარგმენთ ბატონებო,,, თარგმანი მაგას ქვია :)
12. დიურენმატს გერმანისტებიც ვერ ვკითხულობთ ლექსიკონის გარეშე მარტინ იდენი. 2011-05-13 21:17:35
მე ის ერთი და გამორჩეული ვყოფილვარ, მაშ !!! :)
ოპრიგინალიდან თარგმენთ ბატონებო,,, თარგმანი მაგას ქვია :)
12. დიურენმატს გერმანისტებიც ვერ ვკითხულობთ ლექსიკონის გარეშე :) ძალიან მდიდარი და ჩახლართული ლექსიკა აქვს, ტექსტები ღრმა და სააზროვნო. რუსულ თარგმანს რაკი მხოლოდ დამხმარედ იყენებდი, მაინც ორიგინალიდან თარგმნად გეთვლება. ასე რომ თარგმანის ბოლოს შეგიძლია თამამად მიაწერო:
გერმანულიდან თარგმნა
ანი მატისმა
:) :) :) დიურენმატს გერმანისტებიც ვერ ვკითხულობთ ლექსიკონის გარეშე :) ძალიან მდიდარი და ჩახლართული ლექსიკა აქვს, ტექსტები ღრმა და სააზროვნო. რუსულ თარგმანს რაკი მხოლოდ დამხმარედ იყენებდი, მაინც ორიგინალიდან თარგმნად გეთვლება. ასე რომ თარგმანის ბოლოს შეგიძლია თამამად მიაწერო:
გერმანულიდან თარგმნა
ანი მატისმა
:) :) :)
11. კი მარტინ ორიგინალიდან თარგმანი რომ ჯობია ეგ არცაა საკამათო თემა გეთანხმები:)უბრალოდ გერმანული არ ვიცი ისეთ დონეზე,რომ ვთარგმნო.ანუ ამის თარგმნა კონკრეტულად ასე მოხდა:ვკითხულობდი გერმანულად და რაც მიჭირდა რუსულ ტექსტს ვიშველიებდი.ამიტომ ლინკი რუსული მივუთითე.:) კი მარტინ ორიგინალიდან თარგმანი რომ ჯობია ეგ არცაა საკამათო თემა გეთანხმები:)უბრალოდ გერმანული არ ვიცი ისეთ დონეზე,რომ ვთარგმნო.ანუ ამის თარგმნა კონკრეტულად ასე მოხდა:ვკითხულობდი გერმანულად და რაც მიჭირდა რუსულ ტექსტს ვიშველიებდი.ამიტომ ლინკი რუსული მივუთითე.:)
10. არაფრის, შენ ის დაიმსახურე. :)
როგორც მივხვდი, რუსულიდან თარგმნე, ხო? (მხოლოდ ახლა ვნახე ბმული) პირადად მე თარგმანი ორიგინალიდან მირჩევნია, მაგრამ შენი თარგანი იმდენად კარგი იყო, სტილიზებული და გამართული, რომ ბმული რომ არ მენახა, ვერც მივხვდებოდი. დიურენმატის ხელწერა თარგმანის თარგმანშიც კი შენარჩუნებული გაქვს :)
თუ ვცდები და გერმანულიდან თარგმნე, მაშინ პატიებას ვითხოვ :)
მართლაც კარგი თარგმანია.
არაფრის, შენ ის დაიმსახურე. :)
როგორც მივხვდი, რუსულიდან თარგმნე, ხო? (მხოლოდ ახლა ვნახე ბმული) პირადად მე თარგმანი ორიგინალიდან მირჩევნია, მაგრამ შენი თარგანი იმდენად კარგი იყო, სტილიზებული და გამართული, რომ ბმული რომ არ მენახა, ვერც მივხვდებოდი. დიურენმატის ხელწერა თარგმანის თარგმანშიც კი შენარჩუნებული გაქვს :)
თუ ვცდები და გერმანულიდან თარგმნე, მაშინ პატიებას ვითხოვ :)
მართლაც კარგი თარგმანია.
9. ძალიან დიდი მადლობა მარტინ კი ჩავასწორებ ახლავე.ვეცდები სხვა თარგმანებიც დავდო შემდეგში დიურენმატის:) და კიდევ ერთხელ მადლობა ასეტ შეფასებას ნამდვილად არ ველოდი;;) ძალიან დიდი მადლობა მარტინ კი ჩავასწორებ ახლავე.ვეცდები სხვა თარგმანებიც დავდო შემდეგში დიურენმატის:) და კიდევ ერთხელ მადლობა ასეტ შეფასებას ნამდვილად არ ველოდი;;)
8. ერთი წლის უკან, როდესაც დედაჩემი ადვოკატთან და ჩემ ძმებთან ერთად მოვიდა- ერთი წლის უკან\წინ ჩაასწორე, ანი. ეს ერთადერთი ლაფსუსი იყო, აღნიშვნად რომ არ ღირს, ისეთი. შენიშვნად ნურც მიიღებ.
თარგმანი ძალიან მომეწონა. მე ნიჭიერი პოეტი მეგონე, შენ კი კარგი მთარგმნელიც ყოფილხარ :) მომეწონა თარგანი.
დიურენმატი ერთ-ერთი რთულად სათარგმნ ავტორთაგანია. მივესალმები შენ შერკინებას ამ ავტორთან. ოდესღაც მე წავაგე მასთან შერკინება, მისი ,,მინოტავრის" თარგმნა რომ დავიწყე. რის ვაი ვაგლახით და ტანჯვა-წამებით ვთარგმნე პირველი ფურცელი, მაგრამ რომ ვნახე, ძალიან სუსტი თარგმანი გამომდიოდა, შევეშვი.
ერთი წლის უკან, როდესაც დედაჩემი ადვოკატთან და ჩემ ძმებთან ერთად მოვიდა- ერთი წლის უკან\წინ ჩაასწორე, ანი. ეს ერთადერთი ლაფსუსი იყო, აღნიშვნად რომ არ ღირს, ისეთი. შენიშვნად ნურც მიიღებ.
თარგმანი ძალიან მომეწონა. მე ნიჭიერი პოეტი მეგონე, შენ კი კარგი მთარგმნელიც ყოფილხარ :) მომეწონა თარგანი.
დიურენმატი ერთ-ერთი რთულად სათარგმნ ავტორთაგანია. მივესალმები შენ შერკინებას ამ ავტორთან. ოდესღაც მე წავაგე მასთან შერკინება, მისი ,,მინოტავრის" თარგმნა რომ დავიწყე. რის ვაი ვაგლახით და ტანჯვა-წამებით ვთარგმნე პირველი ფურცელი, მაგრამ რომ ვნახე, ძალიან სუსტი თარგმანი გამომდიოდა, შევეშვი.
7. მადლობა მედე :)ხო არვიცი მაგაზე თუ რამე იდეა გექნება მივიღებ სიამოვნებით:) მადლობა მედე :)ხო არვიცი მაგაზე თუ რამე იდეა გექნება მივიღებ სიამოვნებით:)
6. ვაფასებ შენს შრომას!
მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია,თუმცა ეს ავტორის შეცდომაა-"მუქი შავი ფერის ბეწვი ოფლისგან ულაპლაპებდა"
ძაღლს საოფლე ჯირკვლები არ აქვს...:) ვაფასებ შენს შრომას!
მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია,თუმცა ეს ავტორის შეცდომაა-"მუქი შავი ფერის ბეწვი ოფლისგან ულაპლაპებდა"
ძაღლს საოფლე ჯირკვლები არ აქვს...:)
5. მადლობა ხათო:-*დიიიიიიიიიიიდიიიი დიდიიიიიიიიი;;) არა ცოტახნით შევეშვი 2-3 დღით ანუ;;) :-* :-* :-* :-* მადლობა ხათო:-*დიიიიიიიიიიიდიიიი დიდიიიიიიიიი;;) არა ცოტახნით შევეშვი 2-3 დღით ანუ;;) :-* :-* :-* :-*
4. ლექსებს შევეშვიო? რას ამბობ, ანი!!! ამ ამბავს ღალატის ფერი და სუნი დაჰკრავს. ;) შენ ყველაფერში ნიჭიერი ხარ, ჩემო!!! ძალიან ნიჭიერი!!! გაიხარე!!!!! +5 ლექსებს შევეშვიო? რას ამბობ, ანი!!! ამ ამბავს ღალატის ფერი და სუნი დაჰკრავს. ;) შენ ყველაფერში ნიჭიერი ხარ, ჩემო!!! ძალიან ნიჭიერი!!! გაიხარე!!!!! +5
3. შენი ლექსები მიყვარს მე, განსაკუთრებით ერთი. ;) შენი ლექსები მიყვარს მე, განსაკუთრებით ერთი. ;)
2. ნათუუუ მადლობა:-* აწი გამოვაქვეყნებ ხოლმე. შევეშვი ლექსების წერას ცოტახნით;;) ;;) ;;) შენ ჩემზე ბევრად ჭკვიანი ჩემი ხარ:-* ნათუუუ მადლობა:-* აწი გამოვაქვეყნებ ხოლმე. შევეშვი ლექსების წერას ცოტახნით;;) ;;) ;;) შენ ჩემზე ბევრად ჭკვიანი ჩემი ხარ:-*
1. ვუი მე! რა უცნაური მოთხრობაა, ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე!
მომეწონა!!!!!!!!!!
ანი, მესიამოვნა ამ ჟანრში შენი ნაწერის წაკითხვა, ჩემი ჭკვიანი ხარ შენ! :-* :-* :-* ვუი მე! რა უცნაური მოთხრობაა, ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე!
მომეწონა!!!!!!!!!!
ანი, მესიამოვნა ამ ჟანრში შენი ნაწერის წაკითხვა, ჩემი ჭკვიანი ხარ შენ! :-* :-* :-*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|