ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2011


მარადცოცხალი მარადქართული ლექსისა

რკალიდან  << პოეზია  და  პოეტები >>


      ჭეშმარიტი  ქართული  პოეზიის  ერთგულ
      ყველა  თანამოკალმეს

თუმც  გიწყევლია  ბევრჯერ  გაჩენაც,
ვერ  იშლი  შენსას,  გულო  მშფოთვარო!..

რომც  ჩამომსხიპონ  მკლავი  მარჯვენა,
მერე  მარცხენაც  რომ  ჩამომთალონ  -
მაინც  ვერ  ვიტყვი 
ვერც  მზედ, 
ვერც  მთვარედ,
მთვარეს  -  მომზეოს
და  მზეს  -  მომთვაროს!..

რაც  ნაღდია  და  რაც  ქართულია 
( მერე  რამდენი  - 
ვინ  ჩამოთვალოს?!. )  -
მას  უერთგულებს, 
ვისაც  გული  აქვს,
სხვამ  -  სხვებს  აბოლოს, 
მონაბოდვაროდ!..

რადგან  სხვა  ყველა  განწირულია,
რომ  წარმავლობას  გაჰყვეს  - 
მოდაროს!..
დღემდეც
ავბედით  ათასწლეულთ  გადაუვლიათ
შენს  თავს...
და  მაინც  ცოცხლობ,  ლექსო, 
-  არცროსმომკვდარო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები