ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2011


ჩემს მომავალ მეუღლეს

სიყვარულის თოლია ხარ -
ფრთაფარფატა თოლია,
შენმა ლაღმა ლექს-სიმღერამ
მეც კი ამიყოლია.
შენთვის გავშლი მთაში კარავს,
დავამარცხებ გოლიათს,
ჩემს გიტარას როს ჩამავჰკრავ,
ამღერდება თოლიაც.
ან ადრე და ანაც გვიან
იტყვი: ბედი მქონია,
ეს ბარელი ვაჟი ცაში
აფრენილი ქორია.
სიყვარულის თოლია ხარ -
ფრთაგაშლილი თოლია,
შველიც შუამთას მონავარდე
თითქმის ჩვენი ტოლია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები