ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2011


წერასაყოლილი გულისა

ისევ  გადაირია
    მარტით ,  აპრილ-მაისით ,
დეკემბრის  და  იანვრის
    და  თებერვლის  ნაისრი !..

ისევ  დამისნეულდა
    სენით  -
        დაუნდობელით,
ბინდთა  -
    ღამისეულთა  -
        ფერად  რომ  ჩანს  სოფელი ...

ისევ  გადაირეკა
    მოსვენება  და  ძილი
და  მკერდს  -  ქცეულს  დილეგად  -
    იკლებს  კვლავ  თავგანწირვით ...
           
როდის  ძლებდა  უშაროდ 
    ( ან  სხვა  რა  აქვს  ხელობა ...) ...
ღმერთო ,
    არც  მოუშალო
        გიჟობა  და  ხელობა !..

არც  როდისმე  დაუცხრო
    ჟინი  ქროლვის  და  ლტოლვის !..
არც  ცხინვარე  დაუმცრო
  ცეცხლი  ცის  კაბადონის !..

წვაც  იმ  ცეცხლით  უსურვე ,
    რომ    სწვავთ 
        სისხლით  პოეტებს
და  კვლავ  ეყავ  უშურველ
    იმ  მზედ  -
        დღემდე  რომ  ენთე ,
ვიდრე  სული  -
  (უზრუნველ )
      ნავსაყუდელს 
          ჰპოვებდეს !..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები