ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2011


*** (შემახმა მარტოობის)

შემახმა მარტოობის
გრძედი და განედი,
ფურცლების ჯღაბნია
უნიჭო გოგო ვარ,
ღმერთო, მომიტევე
თუ შენგან განვედი,
ჩემი არსებობა
უბრალოდ ლოგოა.
ფურცელს ვეთამაშე
ფერადი ფანქრებით,
მერე პოეტური ჟინიც
მომერია,
ახლა კი ნაცნობი ლექსივით
გავცვდები...
ცხოვრების გვერდის
რომელი ნომერია.
ავტეხავ განგაშს
და შევშლი მარტოობას,
შლეგი გარდასახვით
მივყვები განედებს,
დავდივარ ბატკანივით
უმანკო სახით და
ცოდვები დამეძებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები