ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2011


საინგილო

მინდა ვნახო საინგილო,
მოვიარო ჰერეთი,
უნახავად შემიყვარდა -
როგორც ეს იმერეთი.
ჰერელებს მსურს დავულოცო:
ცა... ცის კიდე... ხმელეთი,
ამ ყველაფრის ხსენებისას
მომდის ელეთმელეთი.
ჰერელებო! გამაგონეთ
ჰანგი ძველი ჰერეთის,
იგი ისე არ მინახავს -
ვით ცხოვრება ტერენტის.
ჰერელ გოგოს ხილვა მინდა,
არ მიხილავს ჯერ ერთიც,
საინგილო შემიყვარდა -
როგორც ეს იმერეთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები