ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2011


ერთამოსუნთქვაზედაწერილილექსი

ცაო, გაბრწყინდი... განათდი,
გულო, ადუღდი... აღელდი,
ახალგაზრდულად გალაღდი,
უწინდებურად ამღერდი.
ხომ არ გგონია დამთავრდი,
ანდა უდროოდ დაბერდი?!
უმართავიც ხარ... მართვადიც,
შენია ხანძთაც... შატბერდიც!..
მიიღე ეგ ამანათი,
საჩუქრად ფარჩა-ხავერდი,
იმღერე-ფეთქავ სანამდის,
კვლავინდებურად აძგერდი.
ცაო, ერთხელაც გაწვიმდი,
გულო, ერთხელაც გახელდი!
მთვარე გმოსავდეს მთაწმინდის,
ვიცი: არა ხარ თავხედი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები