ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2011


(ასი სიტყვა)არგაგზავნილი

ისე უნამუსოდ დამაჯდა თავზე გაზაფხული,თითქოს მზე მიყვარდეს.
სინანულით დავცქერი ჩამქრალ ბუხარს,სულაც არ მმატებს სიმხნევეს ჩიტების ჭიკჭიკი,ნერვებიც კი მეშლება,უშნოდ ხმაურობენ ისინი და არამიზნობრივად დაფრინავენ.
ღმერთო!შენ ხო იცი(შენ ყველაფერი იცი)როგორ არ მიყვარს ჭექა-ქუხილი და რა ძალიან მეშინია.
ისე უნამუსოდ დამაჯდა გაზაფხული თავზე,ჩემი თბილი ქურქიც კი გამხადა,ალერგიაც კი დამმართა,გრძელი,ყვავილებიანი კაბა ჩამაცვა და არც კი მკითხა მინდოდა თუ არა!
ისე უნამუსოდ მომექცა გაზაფხლი,წვიმამ დამასველა,გამაცია და ჩაი დამალევინა,არც კი უკითხავს მიყვარს თუ არა!
ისე მზაკვრულად მომექცა გაზაფხული,სიყვარული მომანდომა,-ნამდვილი,გულწრფელი,ბავშვური,"წრეშიბურთული",
"წითელ-ყვითელ-შავური".

ეს არის დანაშაული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები