ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2011


ოსანა

ნუ დამაყოვნებ,
თორემ ძალა აღარ მეყოფა,
კალათს ვალაგებ,
კეთროვანთა მღვიმისკენ მივალ.
თან მიმაქვს პური,
ორი კოკა სასმელი წყალი
(უფრო ჩვევაა,
თორემ თავად მიწის კერძი ვარ
და რაღა პურის,
ან წყლისა და ან ხორცის დროა?).
მომშორდი მშვიდად,
შენ კი არა, ღმერთი განმიდგა, -
ქუჩაში მცნობენ, ქვებს მესვრიან,
შვილებს მალავენ,
წუხელ წყალმყრალაც გადმომასხეს
მაღალ სახლიდან...
შენც განმერიდე.
იქ არავინ მოვა მნახველად,
მღვიმის სიღრმეში
ჰაერია სიდამპლით სავსე.
მითხრეს, ეჩვევა ნესტოები  თვალებზე ადრე...
ოსანა სიკვდილს!
გახრწნილ სხეულს, მოვა და... აგვხსნის!..
ჰოდა, შენც წადი,
შეაფარე თავი იესოს.
ბუნდოვნად მახსოვს,
იზრდებოდა მეზობელ სახლში,
ჩვენ არ გვიყვარდა, -
შეძლებული ოჯახის შვილებს...
ან რატომ უნდა გვყვარებოდა ის, -
ხუროს ბავშვი?

ახლა, ამბობენ,
თუკი შესთხოვ გაპატიებსო...
არაფრის მჯერა -
კეთროვანთა მღვიმეში ვცხოვრობ,
აქამდეც უნდა დავემარხე წესის ამგებებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები