ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
24 მაისი, 2011


დამსხვრეული დრო

მწვანე კატა და წითელი შუქნიშანი დაძმობილდნენ, მაგრამ მათი მეგობრობა სულ  ერთ წუთს გაგრძელდა!  რადგან შუქნიშანი გადაირთო  ,მანქანებმა გზა გააგრძელეს და კატა გაბრაზდა:  მეც მწვანე და შეენცო?...  რას დამცინიო  და გაიქცა . მოსახვევში მიხვდა რომ ცხოვრება ცვალებადია თურმე და სასტიკი !..
თან მძიმეც  ამავე დროს !.. ასე დაახლოებით  2 ტონა  და 200 .....
ეს მხოლოდ მაშინ  იგრძნო, როცა წინა თათებზე  ავტობუსმა გადაუარა...
კატა გამწარდა , აკნავლდა !...თავი ზევით ასწია და ისევ შუქნიშანს შეხედა ,შუქნიშანი ციმციმებდა ,კატა ღნაოდა, ავტობუსი ასიგნალებდა , ხალხი იცინოდა.
"ხალხი იცინოდა!.... "---- აი მთავარი ,რასაც შეიძლება მიაღწიო ამდენი წვალების და სტრესების მერე ... გაიფიქრა კატამ და კოჭლობით გადაჭრა  ქუჩა , მერე  აყროლებულ თბილისურ სადარბაზოს შეაფარა თავი ,კარს უკან  მიიკუნტა და ჭრილობის ლოკვა დაიწყო...
მეორე დღეს ეს აღარავის ახსოვდა , რადგან საშინელი მიწისძვრა მოხდა დილის 4 საათზე და მთელი ქალაქი განადგურდა.
გადარჩნენ მხოლოდ მაწანწალა კატები ძაღლები და ვირთხები ..............
კიდევ გადარჩა ერთი ღამის დარაჯი, რომელიც გარეთ მოსაწევად და ვარსკვლავების საყურებლად გამოსულიყო.
და ვარსკვლავებიც გადარჩნენ  შესაბამისად , ვინმემ ხომ უნდა უყუროს მათ ?... ვინმეს თვალებში ხომ უნდა აირეკლოს მათი ცივი შუქი ?....
აბა ვირთხებს კატებს და ძაღლებს არ შეუძლიათ ვარსკვლავების ჭვრეტა....
აბა ცვალებად შუქნიშნებს არ შეუძლიათ მეგობრობა......
ღამის დარაჯი გადარჩა და მას მერე  არ სძინავს , ვარსკვლავებს უყურებს!..  სულ ფიქრობს რომ ერთხელაც  ერთი ვარსკვლავი თანდათან გადიდდება  ,მერე კოსმოსურ ხომალდად იქცევა , გუგუნით დაეშვება მის წინ .... ის დაიცდის ცოტას ,თვალებს დახუჭავს  მერე გაახელს  რომ შეამოწმოს ხომ არ ეჩვენება , მუხლებზე დაეცემა  და ხომალდიდან გადმოსულ არსებებს ეტყვის:
წამიყვანეთ!..............
(ნაწყვეტი რომანიდან  " დამსხვრეული დრო "...)

სერგეი ნეველი.    23 . 05 . 2011.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები