ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2011


. . .

ნუთუ ნუთუ თუთა,
მოგენატრა თათი,
მოგენატრა ქარი,
რომ არხევდა თუთებს,

ავიღებ და ღამეს,
მტკვარზე გადავათრევ,
თუ არ გათენდა და
თუ არ გამებუტა.

მერე რა რომ თოვლი
და ზამთარი მოვლენ,
მერე რა რომ ერთად
აღარ დავუხვდებით,

მე რომ სიყვარული
დამაქვს დუბლინ-დბულინ,
დაბადების დღე აქვს,
დღეს ოთხი წლის ხდება.

ახლა ვიპოვნე იყოს აქაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები