ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2011


ხანჯალო...

( მინაწერი პაატა ვარდანაშვილის ფოტოზე)

გულს ბრძოლის ჟინმა იფეთქა,
ელვად ამოხდა  ხანჯალი,
თვალ-ბაგით ხანჯლად მოშხუის
სიცოცხლე დაუხარჯავი!
აბა,  სიცოცხლე რად მინდა,
თუ არ აკურთხებს ხატ-ჯვარი?
ან კი,  ვინ ნახა ხევსური
გულლაჩარი და ჯანჯალი?!
მტერს არ ვაღირსებ სიხარულს,
თავხედს რა დაუქადნია!...
შეკივლება და ხანჯლური,
ორივე ერთად მწადია!
უნდა ამოვთქვა გულიდან,
რაც შიგ ბოღმა  და ზადია,
სისხლით  და ოფლით ელავდეს
ფარ-შუბი, მუზარადია!
მტრის დედა ძუძუს იჭრიდეს,
აფრთხობდეს ჩემი ლანდია,
წმინდა გიორგი ლოცავდეს
ქართველთა მახვილს ფანდიანს,
გულში მიკრავდეს დიდგორი,
აუწონავი მადლია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები