ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2011


ისევ ხეები

ისევ ხეები... ისიდორე... ისევ ხეები...
თორემ ამ ხალხმა ლამის არი გადაგვიაროს...
ხომ შეგიძლია, ფოთოლივით ისევ შეება,
ხეს რომლიდანაც წამოხვედი, ადამიანო

რა დაგემართა? უარესიც ახსოვს ქარები,
უღრანს, რომელიც დაგვანათლეს, როგორც სამშობლო
და ჩვენც ამ ბუდის, ამ ტკივილით, ამ მწუხარებით
ამ უჩვეულო, სხვებისათვის, ხვედრით ნაშობი,

მოვდივართ, იქნებ გვსიამოვნებს კიდეც რომ გვაწვიმს...
კიდეც რომ ვჭკნებით, რომ ფერს ვიცვლით ადრე თუ გვიან,
როცა ხეები იზრდებიან ხეების თვალწინ...
როცა ხეებში იზრდებიან ინი და იან.

წავალთ და საწყისს დავუბრუნებთ ნასესხებ ლოგოს
და თუ ოდესმე, ვინმეს, რამე ემახსოვრება...
ემახსოვრება - მელნის ფერში დავტიეთ როგორ-
გზები საკუთარ სიცოცხლესთან თანაცხოვრების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები