ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2011


შენ (თამთა რეხვიაშვილს)

შენ თამთა გქვია... ხარ ლამაზი სულის პატრონი,
ეგ თბილი გული უფრო მეტად გაგითბო მინდა,
თამთ... შენთან ყოფნას მთამსვლელივით დღესაც ვნატრობდი,
ქრისტესმიერი სიყვარული ყველაზე წმინდა
გრძნობაა... ჰოდა მო ამ გრძნობას ხოტბა შევასხათ,
სანამდის გვმოსავს ეს მნათობი სინათლით ციდან...
ვერვინ ჩაახშობს სიცოცხლეში კარგო ჩვენს ამ ხმას,
არ გადავუხვევთ არასოდეს სიმართლის გზიდან!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები