ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2011


*** (ჩავაცვი თოჯინას ბავშვობის კაბები)

ჩავაცვი თოჯინას ბავშვობის კაბები,
ბუტიას შევაბი წითელი ბაფთა,
წლები გავიდა და ქალობით ვკავდები,
ცხოვრება მიკითხავს სქელყდიან დავთარს.
ისევ დაუჯდება აკვანს ცეროდენა,
ისევ იკაპიწებს მაჯებს,
თითქოს წარსულიდან დედა მელოდება...
წლები მიორმაგებს ხარჯებს.
დილა ალესილი ხმალივით დამადგება,
ტკბილ მოგონებებად ვიხსენებ წარსულს,
სახეს ნაოჭები რა ღრმად შეაბერდა,
არ ვიცი ამ სიბერეს რა სურს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები