ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ი ლ ტ ო ს პ ი რ ე ლ ი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2011


ხარხარებს ალბათ კმაყოფილი შორით მაცილი

დაბერდი, სულო?
გაღატაკდი, ზედმეტი გახდი?
გამოიფიტე, სხეულო, და ოდენ ბარგი ხარ?,
ჩამომემსხვრიე თავზე, ჩემო - პოეტის ტახტო?
ღიმილო ჩემო, შენც გალღვი და აღარ ვარგიხარ?

სად მიმაქროლებ,
დავიწყების მდინარე  ლეთავ,
როგორ განქარდი, სიყვარულო, ჩემო სალბუნო,
ნაზფურცლიანო ყვავილებო, რად ვეღარ გხედავთ?
ლამაზო დროო, რად არ ძალმიძს შემოგაბრუნო?..

ნუთუ მარტოდენ
სიზმარია,  რაც იყო, იგი
ნუთუ ამაოდ გეალერსე, გეფერე, გხატე?
სად არის შენი სამართალი, წესი და რიგი,
მე რად მასტუმრე შენს ჯოჯოხეთს, წყეულო დანტე?!.

დემონის კლანჭო,
ო რა უღვთოდ გული დამიხარ,
რა ამაზრზენად გამოშიგნე ჩვენი რომანი...
სიცარიელევ, რა სატიკად ჩემში ბღავიხარ,
როგორ მასუსტებს სიმარტოვე, სისხლის მწოვარი...

ხარხარებს ალბათ
კმაყოფილი შორით მაცილი,
ჩვენ რომ ერთმანეთს აღარ ვხვდებით, ნაუმძრახევი,
იარებია, ეკლებია დრო და მანძილი,
და რეალობა - ცეცხლოვანი ელვა ხახების...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები