ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
7 ივნისი, 2011


გაიქეცი!....(ერთი სიზმრის ლიტერატურული ვერსია)

თვალი გავახილე თუ არა იმწუთას მივხვდი, რაღაც ხდებოდა ჩემს თავს  და ეს რაღაც აშკარად არ იყო კარგი.
აბა კარგი რა იქნებოდა!... როცა კუბოში ვიწექი და გარშემო ყვავილები ეწყო .
  ტაძარში პიცის და კიდევ რაღაც უცხო საწებლების მკვეთრი სუნი იდგა,  ეს ტაძარი ხალხით იყო სავსე .
ვიღაც დუდღუნით კითხულობდა ტექსტს, სიტყვებს რომ ჩავუკვირდი, შევშფოთდი.
––ფქვილი ხარ და ცომად იქეცი, ცომი ხარ და .....
რადგან აშკარად ცოცხალი ვიყავი და თანდათანობით აზრზე მოვდიოდი, კუბოში გაუბედავად წამოვჯექი, მერე დაბალ ხმაზე ვთქვი, ისე, არავისთვის მიმიმართავს:
–––არა, არა, შეგეშალათ... ამ ტექსტში, მე ვფიქრობ, უნდა იყოს:  "მიწა ხარ და მიწად იქეცი"....
–––გაჩუმდი!.... ––– მიყვირა ვიღაც ჩასუქებულმა ქალმა და ქოლგა მომიღერა–––განა შენ არ გასწავლეს რომ მკვდრები არ ლაპარაკობენ??.....
ალბათ ეგეთი წესია?.... გავიფიქრე და ისევ დავდე თავი, მაგრამ მერე, საღმა აზრმა მაინც თავისი გაიტანა და ისევ წამოვიწიე....
––დახუჭე თვალი!...––წაისისინა ვიღაცამ , –––ღმერთო , რა საშინელებაა!...
––იცით რა,  მივუბრუნდი ახლა ჩემს  უკან მდგარ ხალხს, ––მე რომ მკვდარი არ ვარ?....
მათ სრულიად მშვიდად შემომხედეს და მერე ისევ მღვდელს მიაშტერდნენ მტკნარი სახეებით,  იმ მღვდელს, დიდი წიგნიდან რომ კითხულობდა რაღაც გაურკვეველს:
----  შემდეგ კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ორი კვერცხი და უფალი იყოს მისი შემწე!.....
სიცილი მომინდა ჯერ, მერე გავბრაზდი, ვაზიდან ყვავილი ამოვიღე და მოშორებით მდგარ ლამაზ ქალბატონს ვესროლე, შავი გამჭვირვალე ზედატანი რომ ეცვა.
ქალმა შემომხედა, დამაკვირდა... მერე ენა გამომიყო .
ენა მეტისმეტად გრძელი და რატომღაც სისხლივით წითელი აღმოაჩნდა, შეიძლება მომეჩვენა რომ ენის ბოლო ორკაპი იყო!....
თქვენ  ალბათ გგონიათ რომ მეშემეშინდა?...არაააა.....ვერ მოგართვით, მოთმინება საბოლოოდ დავკარგე,  მძიმე ლარნაკს მივწვდი, თავთან რომ მედგა, სველი ყვავილები გვერდზე მივყარე ,მერე წამოვჯექი, ორივე ხელი მოვხვიე ლარნაკს  და პირდაპირ მღვდელს გავუქანე,  მელოტი თავი სანთლების შუქზე  რომ ულაპლაპებდა.
ლარნაკი მძიმე იყო , ჰო, აკი უკვე მოგახსენეთ!... მართალია კულტის მსახურამდე ვერ მიაღწია ,  სამაგიეროდ ძირს ჭახანით გასკდა.
საოცარი იყო!.." ღვთისმსახურება"  მაინც გრძელდებოდა, რა აღარ ვეცადე, ვერაფრით მივიქციე მათი ყურადღება, მაშინაც კი, როცა ჯიბეში შემთხვევით ნაპოვნი კიტრივით მოკაკვული სიგარეტი  ამოვიღე და  გავაბოლე............
ამასობაში კიდევ ერთი აზრი მომივიდა, ჩემს უკან კარი ღია იყო და ქუჩის ნაწილი მოჩანდა ,მე ფრთხილად გადმოვყავი ფეხები, მივიხედ–მოვიხედე........ მერე უცებ წამოვხტი და მამაკაცს რომელიც კართან იდგა მუცელში თავით დავეტაკე!..... მან იბღავლა და გვერდზე გახტა .
მე გავიქეცი.

P.S.
დიდხანს გავრბოდი, გადავდიოდი ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში ,გავურბოდი სიკვდილს, რომელსაც ახლა სიცოცხლე ერქვა და სიცოცხლეს ,რომელიც ძალიან გავდა სიკვდილს....



07.06.2011.  სერგეი ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს