დათა: გიგუ, ცაში აიხედე, რა ლურჯია, კამკამა. გიგუ: ალბათ, დათა, მზემ ღრუბლები ციდან სადღაც გაყარა. დათა: ამ ჭადარზე ის ალვის ხე რომ დავდგათ, ცას მივწვდებით? გიგუ: დათა, ცას რომ მივწვდეთ, ძმაო, მერე მზით დავიწვებით. დათა: გიგუ, გიგუ, ციდან წვიმა როგორ მოდის, ამიხსნი? გიგუ: ოთხი წლის ვარ, ჩემო ძმაო, ჯერ მაგდენი რა ვიცი. დათა: ალბათ, რამე როცა ტკივა ცას, ვერ უძლებს გმირულად, ტირის პატარა ბავშვივით, ტირის კოკისპირულად. გიგუ: მე კი მასე სულ არ ვფიქრობ. წვიმა ღრუბლის ცრემლია, ცა არ ტირის, ღრუბელი კი, მე მგონი, ცის მცველია. დათა: გიგუ, ნახე მთის მწვერვალზე ცისარტყელა გამოჩნდა. გიგუ: გრძნობ, მთა როგორ გაინაბა? სილამაზით გაოცდა. დათა: მთის გულიდან იწყება და დასასრული არ უჩანს… გიგუ: წვიმამ მზე ცოლად შეირთო, ცისარტყელა გაუჩნდათ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. რა კარგი იყო ნათიიი... რა კარგი იყო ნათიიი...
8. წვიმამ მზე ცოლად შეირთო ცისარტყელა გაუჩნდათ.
რა საყვარელი ნათია ხარ შეენ?!!! :-* წვიმამ მზე ცოლად შეირთო ცისარტყელა გაუჩნდათ.
რა საყვარელი ნათია ხარ შეენ?!!! :-*
7. პატარა, საყვარელი ფილოსოფოსები:) პატარა, საყვარელი ფილოსოფოსები:)
6. ხო,პატარები ყველაზე ჭკვიანები არიან... : )
რა საოცარი იყო დღევანდელი ცისარტყელა... ნახეთ? ხო,პატარები ყველაზე ჭკვიანები არიან... : )
რა საოცარი იყო დღევანდელი ცისარტყელა... ნახეთ?
5. გიგუ: წვიმამ მზე ცოლად შეირთო, ცისარტყელა გაუჩნდათ.:):)
კარგია:) +++ გიგუ: წვიმამ მზე ცოლად შეირთო, ცისარტყელა გაუჩნდათ.:):)
კარგია:) +++
4. პატარა გენიოსები არიან ბავშვები!!!!!!!! პატარა გენიოსები არიან ბავშვები!!!!!!!!
1. დღეს ძალიან აქტუალური ლექსია: )
დღეს ძალიან აქტუალური ლექსია: )
|
|
მონაცემები არ არის |
|
|