ჩვენ ისე მალე ავიყარეთ ტანი, რომ მიკვირს როგორ ვეტევით ერთმანეთის თვალებში ახლა; ჰო, ამ თვალებზე აგვაფარეს ნახმარი ბინტი და რაც მზე დარჩა, ცივ ტაფაზე გვიგდია, ვხალავთ.
ჩვენ ერთმანეთი, რიგრიგობით ვატარეთ გზამდე, გადავიხვიეთ ნატყვიარი თოთო შუბლები; მერე მეზობლის გამომცხვარი პურებით გვზარდეს, გვითხრეს, რომ უკან აღარასდროს არ დავბრუნდებით
და სულ სხვა, ქვიშა ნიადაგზე ავიდგით ფეხი, ჩამონგრეული, განაცრული ცა ლურჯად ვღებეთ; ყელში რომ გვქონდა მოწოლილი ის ბოღმა ვერ ვთქვით და ასე დავრჩით მეოცნებე თაობად დღემდე.
და ისე უცბად, ნაადრევად დაგვჭირდა გაზრდა, ვერ მოვასწარით ბავშვობასთან დამშვიდობება. თვალებს, ყინვის და სიცივისგან ბოლომდე დამზრალს, სიმწრის, დარდის… და ათასგვარი ცრემლი გვითბობდა.
მე და შენ ერთად ვთამაშობდით დახუჭობანას, და ერთმანეთი ვერ ვიპოვეთ ისე დაგვმალეს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. magari leqsia magari leqsia
27. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა.
25. თვალმტკივან მზეს ყოველდღე ვუყურებ, მაგრამ მოხალულს? უცხოა...
+ თვალმტკივან მზეს ყოველდღე ვუყურებ, მაგრამ მოხალულს? უცხოა...
+
24. სათაური არ მომეწონა, არც პირველი სტროFი, დანარჩენი კარგია, ტკივილიანი, მგრძნობიარე , თუმცა შეგეძლოდ მთლიანობაში უფრო საინტერესოდ გადმოგეცათ, , ამ გვერდზე მეტს ველოდები! სათაური არ მომეწონა, არც პირველი სტროFი, დანარჩენი კარგია, ტკივილიანი, მგრძნობიარე , თუმცა შეგეძლოდ მთლიანობაში უფრო საინტერესოდ გადმოგეცათ, , ამ გვერდზე მეტს ველოდები!
23. მე და შენ ერთად ვთამაშობდით დახუჭობანას, და ერთმანეთი ვერ ვიპოვეთ ისე დაგვმალეს. ძალიან ძლიერია.. ფინალი მითუმეტეს..... +5 მე და შენ ერთად ვთამაშობდით დახუჭობანას, და ერთმანეთი ვერ ვიპოვეთ ისე დაგვმალეს. ძალიან ძლიერია.. ფინალი მითუმეტეს..... +5
22. "ყელში რომ გვქონდა მოწოლილი ის ბოღმა ვერ ვთქვით და ასე დავრჩით მეოცნებე თაობად დღემდე"
რაღაც ტკივილიანი, "დაკარგული" თაობის გამოძახილი მომესმა! კარგი ლექსია – სათქმელით, ტკივილით, პროტესტით!.. "ყელში რომ გვქონდა მოწოლილი ის ბოღმა ვერ ვთქვით და ასე დავრჩით მეოცნებე თაობად დღემდე"
რაღაც ტკივილიანი, "დაკარგული" თაობის გამოძახილი მომესმა! კარგი ლექსია – სათქმელით, ტკივილით, პროტესტით!..
21. მეოთხე სტროფი, ლექსის სუსტი ნაწილია ჩემი აზრით. არადა ძალიან მაგრად მიდის პირველი სამი... მაინც +++ მეოთხე სტროფი, ლექსის სუსტი ნაწილია ჩემი აზრით. არადა ძალიან მაგრად მიდის პირველი სამი... მაინც +++
20. ძალიან მომეწონა, გაიხარეთ! +++++ ძალიან მომეწონა, გაიხარეთ! +++++
19. +++ momwonss +++ momwonss
17. კარგი ლექსია...ფილოსოფიურად სევდიანი...5 კარგი ლექსია...ფილოსოფიურად სევდიანი...5
16. მართლაც კარგი ლექსია, ლამაზი და სევდიანი. ერთადერთი რასაც მივხედავდი, ,,ნახმარ ბინტს" შევცვლიდი და უკეთეს რითმებს ვისურვებდი.
წარმატებები, ავტორო! მართლაც კარგი ლექსია, ლამაზი და სევდიანი. ერთადერთი რასაც მივხედავდი, ,,ნახმარ ბინტს" შევცვლიდი და უკეთეს რითმებს ვისურვებდი.
წარმატებები, ავტორო!
15. უძლიერესია, მიკვირს ამ ლექსმა რატომ ვერ დაიმსახურა ჟიურის მოწონება ... და არა მარტო მე მიკვირს კიდე. +5
(რამდენი ხანია ეს ქულა დამსახურებულად აღარ დამიწერია ამ საიტზე) უძლიერესია, მიკვირს ამ ლექსმა რატომ ვერ დაიმსახურა ჟიურის მოწონება ... და არა მარტო მე მიკვირს კიდე. +5
(რამდენი ხანია ეს ქულა დამსახურებულად აღარ დამიწერია ამ საიტზე)
13. ძალიან ლამაზი სათაურია. ძალიან ლამაზი სათაურია.
12. უცბათ-უცბად, ეს შეასწორე... რითმას დავხვეწდი, ისე კარგი ლექსია ... უცბათ-უცბად, ეს შეასწორე... რითმას დავხვეწდი, ისე კარგი ლექსია ...
11. კარგია. რაღაც მომენტებს გადახედე. კარგია. რაღაც მომენტებს გადახედე.
9. ყელში რომ გვქონდა მოწოლილი ის ბოღმა ვერ ვთქვით და ასე დავრჩით მეოცნებე თაობად დღემდე.
და ისე უცბათ, ნაადრევად დაგვჭირდა გაზრდა, ვერ მოვასწარით ბავშვობასთან დამშვიდობება. თვალებს, ყინვის და სიცივისგან ბოლომდე დამზრალს, სიმწრის, დარდის… და ათასგვარი ცრემლი გვითბობდა.
მე და შენ ერთად ვთამაშობდით დახუჭობანას, და ერთმანეთი ვერ ვიპოვეთ ისე დაგვმალეს.
ანანეეე... თითოეულმა ფრაზამ ისე იმოქმედა, მგონია დავიხრჩობი... ნახმარი ბინტი - მგონი უნდა ვხვდებოდე რა აზრითაცაა ნათქვამი... მე ასე მგონია, ცხადია, ვერ დავიჩემებ, ამოუნთხეული ბრაზია ამ სიტყვაშიც... ასე დავინახე... უუჰ... ბევრის სათქმელი თქვი, ანანე ყელში რომ გვქონდა მოწოლილი ის ბოღმა ვერ ვთქვით და ასე დავრჩით მეოცნებე თაობად დღემდე.
და ისე უცბათ, ნაადრევად დაგვჭირდა გაზრდა, ვერ მოვასწარით ბავშვობასთან დამშვიდობება. თვალებს, ყინვის და სიცივისგან ბოლომდე დამზრალს, სიმწრის, დარდის… და ათასგვარი ცრემლი გვითბობდა.
მე და შენ ერთად ვთამაშობდით დახუჭობანას, და ერთმანეთი ვერ ვიპოვეთ ისე დაგვმალეს.
ანანეეე... თითოეულმა ფრაზამ ისე იმოქმედა, მგონია დავიხრჩობი... ნახმარი ბინტი - მგონი უნდა ვხვდებოდე რა აზრითაცაა ნათქვამი... მე ასე მგონია, ცხადია, ვერ დავიჩემებ, ამოუნთხეული ბრაზია ამ სიტყვაშიც... ასე დავინახე... უუჰ... ბევრის სათქმელი თქვი, ანანე
8. ყელში რომ გვქონდა მოწოლილი ის ბოღმა ვერ ვთქვით და ასე დავრჩით მეოცნებე თაობად დღემდე.
მე და შენ ერთად ვთამაშობდით დახუჭობანას, და ერთმანეთი ვერ ვიპოვეთ ისე დაგვმალეს.
ორი მომენტი, რომელსაც მივხედავდი აქ: 1."ნახმარი ბინტი" (ბარბარიზმისთვის კი იცი რასაც გეტყოდა მაია :D) 2."ვერ მოვასწარით ბავშვობასთან დამშვიდობება." - ნუ გააუბრალოებ ლექსს ბევრჯერ თქმისგან გაუბრალოებულით. ყელში რომ გვქონდა მოწოლილი ის ბოღმა ვერ ვთქვით და ასე დავრჩით მეოცნებე თაობად დღემდე.
მე და შენ ერთად ვთამაშობდით დახუჭობანას, და ერთმანეთი ვერ ვიპოვეთ ისე დაგვმალეს.
ორი მომენტი, რომელსაც მივხედავდი აქ: 1."ნახმარი ბინტი" (ბარბარიზმისთვის კი იცი რასაც გეტყოდა მაია :D) 2."ვერ მოვასწარით ბავშვობასთან დამშვიდობება." - ნუ გააუბრალოებ ლექსს ბევრჯერ თქმისგან გაუბრალოებულით.
7. ნახმარის მაგივრად ბევრ რამეს ჩასვამ მგონია ასე.
ლექსი ძალიან კარგია.
ფინალი მომწონს ძალიან. ნახმარის მაგივრად ბევრ რამეს ჩასვამ მგონია ასე.
ლექსი ძალიან კარგია.
ფინალი მომწონს ძალიან.
6. ნახმარი არაფერი არ ვარგა ანანე:D:D
სხვას მოწონება უთხარი + ნახმარი არაფერი არ ვარგა ანანე:D:D
სხვას მოწონება უთხარი +
3. და სულ სხვა, ქვიშა ნიადაგზე ავიდგით ფეხი, ჩამონგრეული, განაცრული ცა ლურჯად ვღებეთ; ყელში რომ გვქონდა მოწოლილი ის ბოღმა ვერ ვთქვით და ასე დავრჩით მეოცნებე თაობად დღემდე.
55 და სულ სხვა, ქვიშა ნიადაგზე ავიდგით ფეხი, ჩამონგრეული, განაცრული ცა ლურჯად ვღებეთ; ყელში რომ გვქონდა მოწოლილი ის ბოღმა ვერ ვთქვით და ასე დავრჩით მეოცნებე თაობად დღემდე.
55
2. ნახმარი ბინტი რარაც ვერა რააა...
ისე მე მოხალული მზესუმზირა უფრო მიყვარს...რატომ? იმიტომ რომ ჯერ მოხალული მზე არ მიჭამია...:) ნახმარი ბინტი რარაც ვერა რააა...
ისე მე მოხალული მზესუმზირა უფრო მიყვარს...რატომ? იმიტომ რომ ჯერ მოხალული მზე არ მიჭამია...:)
1. შურისძიებად ნუ ჩამომართმევთ და "ნახმარი ბინტი" ცოტა არ იყოს და არ მხვდება კარგად...
"და სულ სხვა, ქვიშა ნიადაგზე ავიდგით ფეხი, ჩამონგრეული, განაცრული ცა ლურჯად ვღებეთ; ყელში რომ გვქონდა მოწოლილი ის ბოღმა ვერ ვთქვით და ასე დავრჩით მეოცნებე თაობად დღემდე."
ეს სტროფი ძალიან მომეწონა. კარგად მიდის. :) შურისძიებად ნუ ჩამომართმევთ და "ნახმარი ბინტი" ცოტა არ იყოს და არ მხვდება კარგად...
"და სულ სხვა, ქვიშა ნიადაგზე ავიდგით ფეხი, ჩამონგრეული, განაცრული ცა ლურჯად ვღებეთ; ყელში რომ გვქონდა მოწოლილი ის ბოღმა ვერ ვთქვით და ასე დავრჩით მეოცნებე თაობად დღემდე."
ეს სტროფი ძალიან მომეწონა. კარგად მიდის. :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|