ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2011


მეგობარს...

გეძახი, წინ მეღობება
გულთა გამყოფი სამანი,
შენ შენი  გიხმობს  ოცნება,
მე ჩემი ძნელი სავალი!
თურმე სიზმარი ყოფილა,
ის, რაც მეგონა მართალი,
ნისლებად  მექცნენ დღეები,
გულიდან ამონათალი.
დრო გავა, ტკივილს გაფანტავს
კიდევ სხვა დღეთა  დინება,
რაც იყო, იყო, რა ვუყოთ,
უფალმა ასე ინება.
მე წავალ, შენ აქ დარჩები,
კვლავ იყვავილებს მთა-ბარი,
მიწად იქცევა ეს გული,
ამ ქვეყნად  მიუსაფარი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები