| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: თარგმანი 10 ივნისი, 2011 |
ღამით, ხმაურმა გამომაღვიძა, წამოვიმართე, როცა ირგვლივ მიმოვიხედე, თვალში მომხვდა დერეფანში მცოცავი ჩრდილი. ჩავუკვირდი გაფაციცებით, გასროლას ჰგავდა, ხმა, რომელმაც გამომაღვიძა. მივაშურე სამზარეულოს, სულიერი არავინ არის. მაგრამ მოიცა! იატაკზე ბროლის ჭიქაა, სულ დალეწილა. ანუ ხმაურიც ჭიქის იყო. მეც მოვიღუშე. ვის შეეძლო ამის ჩადენა?.. დერეფანში ვიღაც გამოჩნდა, დავიმალე. როცა სინათლემ ბრალდებული გამოაჩინა, რაც დავინახე, იყო მართლაც მოულოდნელი. არ დაიჯერებთ, ეს იყო მამა, სიხარულიც ვერ მოვასწარი, ისე მითხრა "უნდა გავაღვიძო ყველა, ვეჭვობ, ჩვენი საუკეთესო, ბროლის ჭიქა ხომ არ დავლეწე?" I woke up; I sat upright; for I had heard a noise that night. Slowly looking round, I saw a shadow creeping through the hall. While quietly following, I thought I heard a sound like a rapid shot. So I rushed to the kitchen, but I saw not a single soul at all. But wait! There was a glass cup on the floor, all broken up. So, obviously, the noisy sound came from the cup. And then I frowned. Who on earth could be doing this all? Wait, someone’s coming down the hall! So I hid. The culprit turned on the light, and what I saw was a surprising sight. To my surprise, it was my dad! But before I became exceedingly glad, He said, “I need to wake the others up. I wonder if I broke our best cup? ”
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მომწონს... :) მომწონს... :)
8. კარგია, გიო.
კარგია, გიო.
7. მოგესალმებით ! მადლობა ყველას გამოთქმული აზრებისთვის. ერთმა ზედმეტად დამაჯერებელმა ტონმა მიიქცია ჩვენი ყურადღება. სასაცილოც კია ჩვენთვის და აი რატომ: ის ვინც გადასარევად კი არა, სამოყვარულო დონეზე მაინც ფლობს ინგლისურს და იცის ჰელოუ და ჰაუ არ იუ, ისიც კი მიხვდებოდა, თქვენ კია არა, ვინც გადასარევად ფლობთ ინგლისურს, რომ ლექსში ფაქტიურად არ არის რითმი, უფრო დაკვირვებული თვალი კი იმასაც მიხვდებოდა რომ არც ისეთი ჩამოქნილია რიტმიც, ხოლო ის ვინც ჩემს პატივისცემასაც დაიმსახურებდა, უნდა მიმხვდარიყო იმასაც, რომ ავტორის, ამ შემთხვევაში თვითმიზანი იყო, შეექმნა ასეთი ფასეული ლექსი, სრულიად არაფრისგან, არა რითმისაგან და არა მწყობრი, უწყვეტი რიტმით, არა ჭარბი ალუზიებით, არამედ არაფრით, საერთოდ არაფრით და მე მას ვეთანხმები, ეს გენიალური იდეაა რომელიც ბრწყინვალედ გამოუვიდა კიდეც, იმდენად კარგად, რომ მე ვინც თქვენსავით გადასარევად რაღა გასაკვირია და ნამდვილად არ ვიცი ინგლისური, რატომღაც ამ ყველაფერს მივხვდი და არ შემეძლო თქვენთვისაც არ გამეზიარებინა.
პატივისცემით
ჩემო, ჩემდამი უარყოფითად განწყობილო მეგობარო. მოგესალმებით ! მადლობა ყველას გამოთქმული აზრებისთვის. ერთმა ზედმეტად დამაჯერებელმა ტონმა მიიქცია ჩვენი ყურადღება. სასაცილოც კია ჩვენთვის და აი რატომ: ის ვინც გადასარევად კი არა, სამოყვარულო დონეზე მაინც ფლობს ინგლისურს და იცის ჰელოუ და ჰაუ არ იუ, ისიც კი მიხვდებოდა, თქვენ კია არა, ვინც გადასარევად ფლობთ ინგლისურს, რომ ლექსში ფაქტიურად არ არის რითმი, უფრო დაკვირვებული თვალი კი იმასაც მიხვდებოდა რომ არც ისეთი ჩამოქნილია რიტმიც, ხოლო ის ვინც ჩემს პატივისცემასაც დაიმსახურებდა, უნდა მიმხვდარიყო იმასაც, რომ ავტორის, ამ შემთხვევაში თვითმიზანი იყო, შეექმნა ასეთი ფასეული ლექსი, სრულიად არაფრისგან, არა რითმისაგან და არა მწყობრი, უწყვეტი რიტმით, არა ჭარბი ალუზიებით, არამედ არაფრით, საერთოდ არაფრით და მე მას ვეთანხმები, ეს გენიალური იდეაა რომელიც ბრწყინვალედ გამოუვიდა კიდეც, იმდენად კარგად, რომ მე ვინც თქვენსავით გადასარევად რაღა გასაკვირია და ნამდვილად არ ვიცი ინგლისური, რატომღაც ამ ყველაფერს მივხვდი და არ შემეძლო თქვენთვისაც არ გამეზიარებინა.
პატივისცემით
ჩემო, ჩემდამი უარყოფითად განწყობილო მეგობარო.
6. Who on earth could be doing this all? ამ ფრაზას მეტი სიმძაფრე უნდა ... თუმცა ვარიანტი ვერ მოვარგე :)
ვის შეეძლო ამის ჩადენა?.. ვინ ჩაიდენდა? <--- ეს ხომ არ აჯობებს ფინალში კი ასე "უნდა გავაღვიძო ყველა, ვეჭვობ, ჩვენი საუკეთესო, ბროლის ჭიქა დავლეწე?" კარგი რიტმისთვის ცოტა შალაშინი უნდა, მაგრამ მომეწონა მგონი ორიგინალი :) Who on earth could be doing this all? ამ ფრაზას მეტი სიმძაფრე უნდა ... თუმცა ვარიანტი ვერ მოვარგე :)
ვის შეეძლო ამის ჩადენა?.. ვინ ჩაიდენდა? <--- ეს ხომ არ აჯობებს ფინალში კი ასე "უნდა გავაღვიძო ყველა, ვეჭვობ, ჩვენი საუკეთესო, ბროლის ჭიქა დავლეწე?" კარგი რიტმისთვის ცოტა შალაშინი უნდა, მაგრამ მომეწონა მგონი ორიგინალი :)
5. არაა ეს კარგი თარგმანი. ეს არის პირდაპირ გადმოქართულებული სიტყვები.
სადაა თვითონ ლექსი? ურითმოდ ნებისმიერი რამის თარგმნა ადვილია
გადასარევად ვიცი ინგლისური და მითუმეტეს ქართული და ისიც ვიცი, როგორ უნდა ითარგმნოს ლექსი ლექსად
არაა ეს კარგი თარგმანი. ეს არის პირდაპირ გადმოქართულებული სიტყვები.
სადაა თვითონ ლექსი? ურითმოდ ნებისმიერი რამის თარგმნა ადვილია
გადასარევად ვიცი ინგლისური და მითუმეტეს ქართული და ისიც ვიცი, როგორ უნდა ითარგმნოს ლექსი ლექსად
4. რა უბრალოა და რა მაგარი... ნათელი მაგალითი იმისა რომ თუნდაც წერო დამტვრეულ ჭიქაზე... ანუ არაა აუცილებელი, პატრიოტგვირილსიყვარულგარდაცვლილთა თემებზე წერო : )
ტარგმანი ჩემი ქვემეხური ტვინით ვამბობ რომ კარგია რა უბრალოა და რა მაგარი... ნათელი მაგალითი იმისა რომ თუნდაც წერო დამტვრეულ ჭიქაზე... ანუ არაა აუცილებელი, პატრიოტგვირილსიყვარულგარდაცვლილთა თემებზე წერო : )
ტარგმანი ჩემი ქვემეხური ტვინით ვამბობ რომ კარგია
3. ამდენი ინგლისური სად ვიცი ძამია, მარა ნიჭიერი ხალხი ქე მიყვარს მეცე...
ამდენი ინგლისური სად ვიცი ძამია, მარა ნიჭიერი ხალხი ქე მიყვარს მეცე...
2. ინგლისურად არ წამიკითხავს, მაგრამ თვითონ ნაწარმოების აზრი მომეწონა ძალიან:) ინგლისურად არ წამიკითხავს, მაგრამ თვითონ ნაწარმოების აზრი მომეწონა ძალიან:)
1. I sat upright :) ,,წამოვიმართე"_ანუ ვერტიკალურად ჯდომაა? :D
დავიმალე. როცა სინათლემ ბრალდებული გამოაჩინა.
მაინც მომწონს :):) I sat upright :) ,,წამოვიმართე"_ანუ ვერტიკალურად ჯდომაა? :D
დავიმალე. როცა სინათლემ ბრალდებული გამოაჩინა.
მაინც მომწონს :):)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|