ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გიოგიო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ივნისი, 2011


გასწავლო როგორ ვწევარ მიწაში?

გასწავლი მონატრებას, თუკი ჯერ არ იცი... მას სხვა სუნი აქვს, სხვა ფერი, სხვა მისამართი...გასწავლი როგორ იწურება გული ლიმონივით და მისი შხეფებით წამოცვენილ ცრემლების ფასსაც გასწავლი. შენ ჯერ პატარა ხარ, იმდენად პატარა, რომ საკუთარ თავსაც ვერ წვდები... მოდი, მოდი და დამკრიფე, შენთვის აყვავილებული, მაგრამ შენ განა იცი რას ნიშნავს სილამაზე? ვერასდროს დახატავ , სანამ ლამაზად წერას არ ისწავლი, შენ კი მხოლოდ შენი სახელის ოთხი ასო დაგაზეპირეს, რომ ჩემი ხუთასოიანი სახელი არ გესწავლა. უნიჭო ხარ !
  გასწავლი როგორ კვდებიან გმირები და როგორ საუბრობენ წლები მათზე, სიტყვები "სიცრუის კონაა" , რომელიც ჩემს ფეხებთან დაგებნა, გული ქვასავით მიდევს მკერდში, ამიტომაც, მაპატიე, ვერ დავიხარე ასაკრეფად და ახლა ძროხები ძოვენ. შენ ხომ გიყვარს ისინი, მათი ნოყიერი რძეც ხშირად გაგისინჯავს, მე კი მხოლოდ მიწის სუნით ვიკვებები, ნაწვიმარი მიწის სუნით...ეს სუნი მონატრების სუნია, მიწის ფერი მონატრების ფერია, მონატრების მისამართიც მიწაა ...
  გასწავლო როგორ ვწევარ მიწაში?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები