ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2011


*** (ვგავდი ამოსულ ლერწამს ჭაობში)

ვგავდი ამოსულ ლერწამს ჭაობში,
ობი მეხვია, ნისლად სადაფი,
და ემბრიონი როგორც საშოში,
გაურკვევლობით სულსა ვღაფავდი.
სილუეტივით გაირთხა შუქი
და სანთელივით ჩამომიდნება,
ჭაობის მიღმა გამოჩნდა მუქი,
თვალჩასისხლული სიკვდილი _ ვნება.
სიცივემ ტანში შემაჟრიალა,
თავი დავხარე როგორც შემფერის,
შემომეფეთა კაბაბრდღვიალა
სიკვდილი,როგორც ღემე ბებერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები