| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: პოეზია 15 ივნისი, 2011 |
აი ღამე, მთვარის ჩრდილში, გახვეული ბეთანია, აი ეზო, დიდი ეზო, აღარავინ, მონასტერთან... აი - შენ რომ არ გეგონა, აი - შენ რომ არ ელოდი, შენთვის მონანიავები, ნება-ნება მონამტვერი, შენს კაბაზე მონამტვერი, წამწამებზე მონამტვერი, შენთანა ვარ, ასე მშვიდი, უსხეულოც, შენთანა ვარ.
აი თითქოს გაიღიმე, აი თვალში ხელის მოსმაც, ისე უცებ მომიცილე, რომ შეხების სიხარული, წამითაც ვერ მოვასწარი, საერთოდ ვერ მოვასწარი, შენ კი ისე მხიარულად, შენ ისეთი სიხარულით, ისე დიდი სიყვარულით, ისე წრფელი სიყვარულით, იმზირები, წვდება კოსმოსს...
ყელი - შენი საყელოდან, თაფლისფერი საყელოდან, ხელი - ნეტარ სახელოდან, თოვლისფერი სახელოდან, გადმოვიდა... დაიღვარა... არც არავინ... რომ დაგწეროს, აღარავინ... რომ დაგხატოს... სულ არავინ არ გელოდა, მხოლოდ სუნთქვა მონასტერის და დუმილი მონასტერის, ვარსკვლავებით მონამტვერი, მხოლოდ ჩრდილი მონასტერის,
- ანგელოზო, გიტევს... გიხმობს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ეს ლექსიც მთავარ გვერდზე უნდა იყოს ჩემი აზრით : ) ეს ლექსიც მთავარ გვერდზე უნდა იყოს ჩემი აზრით : )
24. აი ღამე, მთვარის ჩრდილში, გახვეული ბეთანია, აი ეზო, დიდი ეზო, აღარავინ, მონასტერთან... აი - შენ რომ არ გეგონა, აი - შენ რომ არ ელოდი, შენთვის მონანიავები, ნება-ნება მონამტვერი, შენს კაბაზე მონამტვერი, წამწამებზე მონამტვერი, შენთანა ვარ, ასე მშვიდი, უსხეულოც, შენთანა ვარ. აი ღამე, მთვარის ჩრდილში, გახვეული ბეთანია, აი ეზო, დიდი ეზო, აღარავინ, მონასტერთან... აი - შენ რომ არ გეგონა, აი - შენ რომ არ ელოდი, შენთვის მონანიავები, ნება-ნება მონამტვერი, შენს კაბაზე მონამტვერი, წამწამებზე მონამტვერი, შენთანა ვარ, ასე მშვიდი, უსხეულოც, შენთანა ვარ.
23. აუ... ესეიგი ამ წითეს ხელს მე ვასვამ და ამმიტომ ყველა ამას მიწერს :) მე კი რაღაცეები რომ შეიცვალა ანუ სხვაგვარად რომ ნიშნავს თუ რაღაც ამიტომ ადვილი სასUALEBA MOVNAXE, წაუკითხავად ვაჭერ იმ ზედა ბმულს და ბეჭდავს :) მოკლედ მე მაატიეთ.
მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის. აუ... ესეიგი ამ წითეს ხელს მე ვასვამ და ამმიტომ ყველა ამას მიწერს :) მე კი რაღაცეები რომ შეიცვალა ანუ სხვაგვარად რომ ნიშნავს თუ რაღაც ამიტომ ადვილი სასUALEBA MOVNAXE, წაუკითხავად ვაჭერ იმ ზედა ბმულს და ბეჭდავს :) მოკლედ მე მაატიეთ.
მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის.
22. აი პოეზია... :)
ეს უნდა ჩაისუნთქო. აი პოეზია... :)
ეს უნდა ჩაისუნთქო.
21. ვახ კარგი იყო გიო....
ხოდა ის ფილმიც კარგი იყო .... ვახ კარგი იყო გიო....
ხოდა ის ფილმიც კარგი იყო ....
20. ჰოდა ეს წითელი ხელი, სერიოზულობას აკარგვინებს ამ ნაწერს... ჰოდა ეს წითელი ხელი, სერიოზულობას აკარგვინებს ამ ნაწერს...
19. მივეჩვიე მგონი ამ ავტორის მუსიკას, თუმცა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი წარსულში... ინდივიდუალიზმია ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყველაფერში და პოეზიაში და ხელოვნებაში ეს ალბათ ყველაზე მეტად ჩანს და ფასობს... ლექსები სხვები ბევრად უფრო მომწონებია, მაგრამ მელოდია, ნამდვილად გამორჩეული გაქვს... მივეჩვიე მგონი ამ ავტორის მუსიკას, თუმცა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი წარსულში... ინდივიდუალიზმია ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყველაფერში და პოეზიაში და ხელოვნებაში ეს ალბათ ყველაზე მეტად ჩანს და ფასობს... ლექსები სხვები ბევრად უფრო მომწონებია, მაგრამ მელოდია, ნამდვილად გამორჩეული გაქვს...
18. გიო, გიო, გიო, გიო, გიოოო :):):-*
უთბილეს და ულამაზეს ლექსებს წერ! +++++++++ :) გიო, გიო, გიო, გიო, გიოოო :):):-*
უთბილეს და ულამაზეს ლექსებს წერ! +++++++++ :)
17. ყოჩაღ გიო,მიხარია რომ წერ,ძალიან მაგრად წერ,აი ეს ლექსი ხო გალაკტიონის მუსიკაა ,მაგრამ რამდენად ინდივიდუალურია,გავოცდი..ეს კლასის ხარჯზე ხდება...
შენ ხარ ჩემთვის იმ საფეხურზე, სადაც არის გიო საჯაია...და ჩემი რამდენიმე მეგობარი პოეტი,რომლებზეც ვიზრდები...
ყოჩაღ გიო,მიხარია რომ წერ,ძალიან მაგრად წერ,აი ეს ლექსი ხო გალაკტიონის მუსიკაა ,მაგრამ რამდენად ინდივიდუალურია,გავოცდი..ეს კლასის ხარჯზე ხდება...
შენ ხარ ჩემთვის იმ საფეხურზე, სადაც არის გიო საჯაია...და ჩემი რამდენიმე მეგობარი პოეტი,რომლებზეც ვიზრდები...
16. მიყვარს ესეთი პოეზია.......დამაჟრიალა სხეულიში მიყვარს ესეთი პოეზია.......დამაჟრიალა სხეულიში
15. მოგესალმებით !
მადლობა ყველას თბილი სიტყვებისათვის. მოგესალმებით !
მადლობა ყველას თბილი სიტყვებისათვის.
14. ოჰ, ანემონე, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ვერც ორიო : D
წავალ ხალხს მოვიყვან კიდე (ფრაზა შერეკილებიდან, ანუ ჯერ კიდევ შეიძლება გაგიჟება : D) ოჰ, ანემონე, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ვერც ორიო : D
წავალ ხალხს მოვიყვან კიდე (ფრაზა შერეკილებიდან, ანუ ჯერ კიდევ შეიძლება გაგიჟება : D)
13. მომწონს მსუბუქი პოეზია.
5 მომწონს მსუბუქი პოეზია.
5
12. შენ არ გაგიჟდე გიორგი და მე წავიკითხე აგერ :D
აგერ კი არა იმ დღეს წავიკითხე ზუსტად როცა ბათაანიიდან გალუმპული ჩამოვედი :) გამიხარდა დამთხვევაც და ლექსიც,მომეწონა თავის უშუალობით და მელოდიით:)
შენ არ გაგიჟდე გიორგი და მე წავიკითხე აგერ :D
აგერ კი არა იმ დღეს წავიკითხე ზუსტად როცა ბათაანიიდან გალუმპული ჩამოვედი :) გამიხარდა დამთხვევაც და ლექსიც,მომეწონა თავის უშუალობით და მელოდიით:)
11. რაებს კითხულობენ და რას არა... გაგიჟება შეიძლება : )))
შენთანა ვარ, ასე მშვიდი, უსხეულოც, შენთანა ვარ.------------.....
დღეს მთელი დღე სახლში ვარ და, ალბათ, ოცჯერ მაინც წავიკითხე ეს ლექსი : ))) მაგარი დღე მაქვს : D
რაებს კითხულობენ და რას არა... გაგიჟება შეიძლება : )))
შენთანა ვარ, ასე მშვიდი, უსხეულოც, შენთანა ვარ.------------.....
დღეს მთელი დღე სახლში ვარ და, ალბათ, ოცჯერ მაინც წავიკითხე ეს ლექსი : ))) მაგარი დღე მაქვს : D
10. წითელმა ხელმა შემომიტყუა :D და (უნდა ვთქვა) გამაწბილა... მაგრამ, ლექსი სასიამოვნო წითელმა ხელმა შემომიტყუა :D და (უნდა ვთქვა) გამაწბილა... მაგრამ, ლექსი სასიამოვნო
9. ++++++++++++++++++++++++ ++++++++++++++++++++++++
8. უბრალოდ დიდებული, უბრალოდ მშვენიერი. უბრალოდ დიდებული, უბრალოდ მშვენიერი.
7. didi poezia mxvdeba xolme aq, chemo dzmao.. didi poezia mxvdeba xolme aq, chemo dzmao..
6. ესეც პირველმა წავიკითხე... წეღან...
კარგია ძალიან ძალიან ესეც პირველმა წავიკითხე... წეღან...
კარგია ძალიან ძალიან
5. ამისთვის შემოვედი ახლა აქ!
ძალიან მაგარია!
და გიორგის თანხმობა.
ისე მესიამოვნა კითხვის პროცესი, რომ...კიდევ ბევრჯერ მოვბრუნდები, ვიცი! ამისთვის შემოვედი ახლა აქ!
ძალიან მაგარია!
და გიორგის თანხმობა.
ისე მესიამოვნა კითხვის პროცესი, რომ...კიდევ ბევრჯერ მოვბრუნდები, ვიცი!
4. ძალიან მომეწონა! ძალიან მომეწონა!
3. სუნთქვის რიტმში წამეკითხა.... ძალიან კარგია, გიო.
(ცენზურაზე ხელი, ალბათ, შემთხვევით მოგიხვდა, ძამი)
სუნთქვის რიტმში წამეკითხა.... ძალიან კარგია, გიო.
(ცენზურაზე ხელი, ალბათ, შემთხვევით მოგიხვდა, ძამი)
2. უსუფთავესი გრძნობა
აი - შენ რომ არ გეგონა, აი - შენ რომ არ ელოდი, შენთვის მონანიავები, ნება-ნება მონამტვერი, შენს კაბაზე მონამტვერი, წამწამებზე მონამტვერი, შენთანა ვარ, ასე მშვიდი, უსხეულოც, შენთანა ვარ.
უსუფთავესი გრძნობა
აი - შენ რომ არ გეგონა, აი - შენ რომ არ ელოდი, შენთვის მონანიავები, ნება-ნება მონამტვერი, შენს კაბაზე მონამტვერი, წამწამებზე მონამტვერი, შენთანა ვარ, ასე მშვიდი, უსხეულოც, შენთანა ვარ.
1. აუუუუუჰ... გაიარა სულში, გულში, ხელში თვალში... : )))) ყველგან : ))))) აუუუუუჰ... გაიარა სულში, გულში, ხელში თვალში... : )))) ყველგან : )))))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|