ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 ივნისი, 2011


ორი ვერლიბრი

***
მითში იყავი, მითის სქელ ხუფში
საგულდაგულოდ შეფუთული და დაგმანული.
ერთ დღეს ახადეს ამ ხუფს თავი
და დაგანახეს
ბუზანკალებითა და ღრიანკალებით
სავსე ჭაობი,
ესეც შენი სამშობლოაო, _ დააყოლეს,
და შენ გაოცდი,_
რაო, უნდა შევიყვაროო?
ჰო, ჰო, უნდა შეიყვაროო,_
დაგკიოდნენ ღამის მიკიოტებივით,
გამოხდა ხანი,
ახლა შენ ხარ და
ჭაობის სუნი...
                                1992 წელი

***
უფლის ხატად და მსგავსად
ხარ შექმნილიო _ უთხრეს,
მიწა ხარ და მიწადვე
მიიქცევიო, შეახსენეს.
მაიმუნის ევოლუციისაგან მიღებული
არსება ხარო _ დაარწმუნეს.
მან ეს ყველაფერი დაიჯერა,
დგას ახლა დაბნეულ-გაოგნებული
და კითხულობს?
_ ვინ ვარ, მე?!
                            1988წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები