ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 ივნისი, 2011


შემოდით... ნახეთ! ქალს რა ლამაზად უცხოვრია.

ქალი სულ მოლოდინშია,

სულ სიყვარული სწყურია,

უფლის ხმებით და დუმილით

გაბრწყინებული გულია.



ნამივით აუმღვრეველი,

სალამურივით უბრალო,

ვინც ხატად უწამებია,

ეწირება და უგალობს.



სიცოცხლეს გაგილამაზებს,

როგორც აისი ყანასა,

შენთვის არ დაერიდება

არც ხანძარს,არცა დანასა.



ზეციერისგან ნაკურთხი

ღვინო,თაფლი და პურია,

უსიყვარულო დღეები

მისთვის ბნელი და კრულია.



ქალი სულ მოლოდინშია,

სულ სიყვარული სწყურია.
                                                ანთა ნათელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები