| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: საბავშვო 15 ივნისი, 2011 |
იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი სოფელი. სოფელს მოურჩენელი რამ ჭირი შეუჩნდა - ყველა იპარავდა. არავის მუშაობა არ უნდოდა, ერთმანეთს პარავდნენ ფულს, საჭმელს, წიგნებსაც კი, თუმცა კითხვით არავინ იწუხებდა თავს. მოსაპარი რომ არაფერი დარჩათ თავი რომ გადაერჩინათ, ზოგმა სად უშველა თავს და ზოგმა სად. სოფელში სამი ობოლი ძმა ცხოვრობდა. ძმებმაც სხვებისავით დატოვეს საკუთარი სახლი. ბევრი იარეს თუ ცოტა, დაიღალნენ და გზის პირას ჩამოსხდნენ. უმცროსმა ძმამ – მომშივდაო. უფროსმა, რა ვქნათ საჭმელი არ არისო, ის ბოლო მოპარული ხმიადიც გათავდაო. უმცროსმა ჰკითხა, - აბა ეს რა არის ჩანთაში რომ გიდევსო. უფროსმა ჩანთა მოსინჯა. ესო წიგნია, ვის მოვპარე არ მახსოვს, არ კი დამჭირვებიაო და გადაშალა, ერთი ვნახო რა წერიაო და წაიკითხა: `არ იპარო~. მერე კითხვის გაგრძელება დაეზარა და ისევ დახურა წიგნი. შუათანამ, თუ არ მოვიპარეთ და მაშინ რა გავაკეთოთ, შიმშილით ხო მოვკვდებითო. უფროსმა, იქნებ და გვემუშავა, პურის ფულს ხო მაინც ვიშოვნითო. შუათანამ, ახლა ვინღა მუშაობს, ყველა იპარავსო. აბა ვის მოვპაროთ, მოსაპარიც არაფერი დარჩაო – შეიცხადა უფროსმა, წიგნი გადასაგდებად დაენანა და ისევ აბგაში ჩააგდო. გააგრძელეს გზა. უცებ დაუძლურებული კაცი დაინახეს, ძველმანები ეცვა. ძლივს მოაფრატუნებდა დახეულ ფეხსაცმელებს, საიდანაც დახეული წინდები უჩანდა. - გამარჯობა, ხალხოო! - მიესალმა მგზავრი ძმებს. - გაგიმარჯოსო! – უთხრა ყველაზე პატარამ, თან აათვალიერ-ჩაათვალიერა, იქნებ და რაიმე ისეთი ჰქონდეს, მოპარვად ღირდესო. - მე მაქვს ის რაც თქვენ არ გაქვთ, მაგრამ ძალიან რომ ეცადოთ, ვერ მომპარავთო! - უთხრა მგზავრმა. - ის რა არის რაც შენ გაქვს და ჩვენ არა და ვერ მოგპარავთო - დაინტერესდა პატარა ძმა. - ამას რომ მიხვდებით, მაშინ უკვე მოპარვასაც არ მოინდომებთო, – უპასუხა უცნობმა. - შენთან საუბრისთვის არ გვცალია. თუ გვეტყვი რა გაქვს, გვითხარი, Nნუ გეშინია არ მოგპარავთო, - უფროსმა ძმამ იფიქრა იქნებ და გავაბრიყვოო. - ბრიყვები თქვენ თვითონ ხართ, მე თქვენი გაღვიძებული სინდისი ვარ. ამდენ ხანს მეძინა. მოპარვით კი ვერაფერს მომპარავთ, როდის იყო კაცი საკუთარ თავს რამეს პარავდაო, – თქვა მგზავრმა და წავიდა. შერცხვა ძმებს. სახლი მოენატრათ. გადაწყვიტეს, მოდი უკან დავბრუნდეთ, მოპარვას თავი დავანებოთ და პატიოსანი შრომით მოვიპოვოთ სარჩო-საბადებელიო. დაბრუნებულებს რამდენიმე ოჯახი დახვდათ სოფელში. მათაც გაღვიძებული სინდისი დახვედროდათ გზაზე. ამის შემდეგ უკვე არავინ იპარავდა სოფელში. მიხვდნენ, რომ პატიოსანი შრომით მოპოვებულ ლუკმა-პურზე გემრიელი არაფერი არ არის. ცხოვრობდნენ ბედნიერად. გავიდა ხანი. მხოლოდ ბებიები და ბაბუები თუ მოუყვებოდნენ შვილიშვილებს, იყო ერთი დრო, როცა ჩვენს სოფელში ყველას სინდისს ჩაეძინა და ხალხმა ქურდობა დაიწყოო. პატარები კი უფროსებს არ უჯერებდნენ და საყვედურობდნენ, კარგით რა, რა ზღაპრებს გვიყვებითო. ასე დამთავრდა ეს ამბავი. ფქვილი იქა, ფქვილი აქა. ლხინი იქა, ლხინი აქა. საყმაწვილო პროზა 2011.06.15
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მოეწონა ლუს.. +2 მოეწონა ლუს.. +2
16. სადაც მე ვარ ახლა, აქ ნაკლებად იპარავენ, ძილბურანშია ალბად სინდისი! საყმაწვილოზე უფრო მეტად უფროსებისთვისაც გამოდგება! ძაან , ძაან მომეწონა! სადაც მე ვარ ახლა, აქ ნაკლებად იპარავენ, ძილბურანშია ალბად სინდისი! საყმაწვილოზე უფრო მეტად უფროსებისთვისაც გამოდგება! ძაან , ძაან მომეწონა!
15. ნეტავ,ყველგან გაეღვიძებოდეს სინდისს... ნეტავ,ყველგან გაეღვიძებოდეს სინდისს...
14. ლევან, მე მეგონა ჩემს სოფელზე გვიამბობდი, თუმცა ჩემს სოფელში სინდისს ჯერ არ გაუღვიძია.
ძალიან მომეწონა, ნამდვილი საყმაწვილო პროზაა.
პატივისცემით : ტენდი ტენდი.
:D:D ამაზე ვიხალისე,მომეწონა პროზა და მოგიკითხე ლევან+++++ ლევან, მე მეგონა ჩემს სოფელზე გვიამბობდი, თუმცა ჩემს სოფელში სინდისს ჯერ არ გაუღვიძია.
ძალიან მომეწონა, ნამდვილი საყმაწვილო პროზაა.
პატივისცემით : ტენდი ტენდი.
:D:D ამაზე ვიხალისე,მომეწონა პროზა და მოგიკითხე ლევან+++++
13. კარგია, ლევან, წარმატებები საბავშვო პროზაში. მე ვფიქრობ, მაგ სოფლიდან წამოსული ხალხს, ვინც სინდისმა არ შეაწუხა და უკან არ დაბრუნდა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში მოუყრია თავი. შენც ხედავ, ალბათ, როგორ აჩანაგებენ ქვეყანას. კარგია, ლევან, წარმატებები საბავშვო პროზაში. მე ვფიქრობ, მაგ სოფლიდან წამოსული ხალხს, ვინც სინდისმა არ შეაწუხა და უკან არ დაბრუნდა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში მოუყრია თავი. შენც ხედავ, ალბათ, როგორ აჩანაგებენ ქვეყანას.
12. ამ ამპლუაში მგონი პირველად წავიკითხე ლევანი :) თუმცა ესა არც თუ ისე "საბავშვოა" :) დიდებსაც გამოადგებოდათ ;) ამ ამპლუაში მგონი პირველად წავიკითხე ლევანი :) თუმცა ესა არც თუ ისე "საბავშვოა" :) დიდებსაც გამოადგებოდათ ;)
11. - ბრიყვები თქვენ თვითონ ხართ, მე თქვენი გაღვიძებული სინდისი ვარ. ამდენ ხანს მეძინა. მოპარვით კი ვერაფერს მომპარავთ, როდის იყო კაცი საკუთარ თავს რამეს პარავდაო, – თქვა მგზავრმა და წავიდა. შერცხვა ძმებს.
ნამეტანი ადვილად შერცხვათ ძმებს :)
ცოტა ნაკლებად დამაჯერებელია ალბათ უკეთესადაც შეიძლებოდა სიუჟეტის აგება.
ძალიან კარგი ავტორია ბატონი ლევანი თუმცა ამ მოთხრობამ მაინცდამაინც ვერ მომხიბლა
- ბრიყვები თქვენ თვითონ ხართ, მე თქვენი გაღვიძებული სინდისი ვარ. ამდენ ხანს მეძინა. მოპარვით კი ვერაფერს მომპარავთ, როდის იყო კაცი საკუთარ თავს რამეს პარავდაო, – თქვა მგზავრმა და წავიდა. შერცხვა ძმებს.
ნამეტანი ადვილად შერცხვათ ძმებს :)
ცოტა ნაკლებად დამაჯერებელია ალბათ უკეთესადაც შეიძლებოდა სიუჟეტის აგება.
ძალიან კარგი ავტორია ბატონი ლევანი თუმცა ამ მოთხრობამ მაინცდამაინც ვერ მომხიბლა
10. ჰო, მეც ილტოსპირელის შენიშვნა მომხვდა ძალიან ცუდად... ისე კი მომეწონა ნამდვილად... ამ ბოლო დროს ხშირად ვსაუბრობ ზღაპრებზე, დღეს გრიმების წიგნიც კი გადმოვიღე :D "ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში", რაღაცით ეს მომაგონა... სინდისის გაღვიძების მომენტს უფრო ზღაპრულს კი ვისურვებდი ისე :) ჰო, მეც ილტოსპირელის შენიშვნა მომხვდა ძალიან ცუდად... ისე კი მომეწონა ნამდვილად... ამ ბოლო დროს ხშირად ვსაუბრობ ზღაპრებზე, დღეს გრიმების წიგნიც კი გადმოვიღე :D "ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში", რაღაცით ეს მომაგონა... სინდისის გაღვიძების მომენტს უფრო ზღაპრულს კი ვისურვებდი ისე :)
9. 15-შივე წავიკითხე:) ძალიან კარგია.
15-შივე წავიკითხე:) ძალიან კარგია.
8. კარგად წერ.... :) ძალიან კარგად... მოკითხვა... კარგად წერ.... :) ძალიან კარგად... მოკითხვა...
7. ლევან, მე მეგონა ჩემს სოფელზე გვიამბობდი, თუმცა ჩემს სოფელში სინდისს ჯერ არ გაუღვიძია. :) :) :)
ძალიან მომეწონა, ნამდვილი საყმაწვილო პროზაა.
პატივისცემით : ტენდი ლევან, მე მეგონა ჩემს სოფელზე გვიამბობდი, თუმცა ჩემს სოფელში სინდისს ჯერ არ გაუღვიძია. :) :) :)
ძალიან მომეწონა, ნამდვილი საყმაწვილო პროზაა.
პატივისცემით : ტენდი
6. შემოგევლეეე! კარგია, ლევან, ძაალიან, ძააააალიან კარგი! 55555555555555 შემოგევლეეე! კარგია, ლევან, ძაალიან, ძააააალიან კარგი! 55555555555555
5. სხვებსავით ---> სხვებივით
ამ ნაწარმოებს მე "დედა ენის" სახელმძღვანელოში შევიტანდი! 55555 სხვებსავით ---> სხვებივით
ამ ნაწარმოებს მე "დედა ენის" სახელმძღვანელოში შევიტანდი! 55555
4. მჯერა რომ ჩაეძინებოდა...:) ერთი პირი მდინარესაც კი ჩაეძინებაო...ამბობენ...:) მიყვარს ამ ავტორის საბავშვოც...საყმაწვილოც და სადიდოც...:)5555 მჯერა რომ ჩაეძინებოდა...:) ერთი პირი მდინარესაც კი ჩაეძინებაო...ამბობენ...:) მიყვარს ამ ავტორის საბავშვოც...საყმაწვილოც და სადიდოც...:)5555
3. მოგიკითხე ლევან , გულკეთილა თუ კეთილგულა :) ძალიან კარგი ადამიანის ძალიან კარგი პროზა :) მოგიკითხე ლევან , გულკეთილა თუ კეთილგულა :) ძალიან კარგი ადამიანის ძალიან კარგი პროზა :)
2. ფქვილი იქა, ფქვილი აქა. ლხინი იქა, ლხინი აქა. :)
კარგი ადამიანის კეთილი გული დევს აქ! ფქვილი იქა, ფქვილი აქა. ლხინი იქა, ლხინი აქა. :)
კარგი ადამიანის კეთილი გული დევს აქ!
1. ჭკვიანური რაცხეები არი აქანა ძამია. არამარტო ბოვშებისთვის თანე. გეიხარე. ჭკვიანური რაცხეები არი აქანა ძამია. არამარტო ბოვშებისთვის თანე. გეიხარე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|