ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
17 ივნისი, 2011


გ ა რ დ ა ს ა ხ ვ ა ... (ლექსების გამოფენა 2011)

          ექვსი წლის იყო, როცა  გასროლილმა ყუმბარამ სმენა დაუკარგა, მუხლებშიც იგრძნო ტკივილი - გაუსაძლისი. ბუნდოვნად ახსოვს, ან არ იხსენებს...
        მას მერე სამყარო შეიცვალა. ტანჯვით განვლილმა წლებმა დაათოვა თმაზე.  არასრულფასოვნების განცდა ტკივილებს აღვიძებდა ნაოჭდასერილ სახეზე – ვერ ამოშლი მეხსიერებიდან  კადრებს, რომლებიც ნატყვიარს გიტოვებს გულში.
    თავს ხატვით ირთობს. ხატავს ჩიტებს ზამთარში, გაძარცვულ ხეებს – შემოდგომაზე, ზღვას, წვიმას. ყველა ნახატს ერთ სახელს არქმევს – მოლოდინს.
      რწმენის საპოვნელად ტაძარს მიეჩვია. მიაჩერდება გუმბათის ერთ წერტილს და ხელებაპყრობილი ლოცულობს. წირვასაც ესწრება...
      ტაძარში თეთრწვერა მოხუცი მოდის-ხოლმე, ძველი, უბრალო  ტილოს სამოსით... მოწყალების მთხოვნელს ჰგავს, თუმცა, ხელგაწვდილი არასდროს უნახავთ.  ბოლო დროს დამეგობრდნენ – წირვის შემდეგ ტაძრის ეზოში ხშირად საუბრობენ.
    იპოვა...
    ამბობს, რომ მხოლოდ მისი ესმის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები