ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პროზა
19 ივნისი, 2011


მომაკვდავი ანა

შენ სიკვდილისგან ვერავინ გიხსნის, შენ თავად სიკვდილი ხარ.თვითმკვლელობაზე დაფიქრებული ყოფილი თინეიჯერი.სწავლობ პლანეტების მოძრაობას, მათ სიარულს გამარჯვებასა თუ დამარცხებისკენ.შენთვის არ გაიმეტა არც ერთმა ექიმმა არც ერთი აბი.
უსმენ მუსიკას, გიყვარს დრო და აშტერდები გალერეაში გამოფენილ ნახატებს.კუბიზმით ხარ დაინტერესებული, ეს შენ ხარ, მომაკვდავი ანა.
ქუჩაში ყველა გესალმება, ნაცნობი თუ უცნობი. ბაღში რგავ ყვავილებს და კრეფ მხოლოდ გვირილებს.ცხოვრობ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ნესტიან შენობაში და მხოლოდ შენ კითხულობ წიგნებს, ნამდვილ წიგნებს, სიკეთის წიგნებს. ეს შენ ხარ, მომაკვდავი ანა.
კითხულობ წიგნებს, რომელსაც ბავშვობაში გიკითხავდა ბებია.ძილის წინ გესმოდა ვაჟასა და ჩოხელის,ტიციანისა და ლორკას შედევრები.გავიდა დრო და ეხლა შენ ასრულებ ბებიის როლს.ეს შენ ხარ, მომაკვდავი ანა.
გიყვარდა შემოდგომის საღამო, ყვითელი ფოთლები და ძველი თბილისის ხის აივნები.
გქონდა ამოჩემებული სტრიქონები:
                                                    შენ მარტოსული არ ყოფილხარ
                                                    გიყვარდა ხელოვნება.
                                                    არასდროს გქონდა დრო, სურვილი
                                                    პეპლების ჭერის.
ურითმო ლექსებით იხანგრძლივებდი ცხოვრებას, საღამოობით ესაუბრებოდი ფსიქიატრიული საავადმყოფოს აივანზე შემომჯდარ მერცხლებს.
მოთხრობებს მხოლოდ მაშინ წერდი, როცა ცრემლები აპირებდნენ შენს გულთან მოსვლას, როცა სევდიანი რითმები გონებაში ჩაგიჯდებოდნენ და შეგახვედრებდნენ შემოქმედების ბედნიერ წამებთან.
ბავშვობაში, სკოლის დამთავრების შემდეგ მხოლოდ ქუჩებში სეირნობისკენ ისწრაფვოდი, განსაკუთრებით საღამოს, როცა დგება დრო სიკვდილთან ბრძოლის.ამ ბრძოლას ყველაზე ენერგიულად მწერლები იწყებენ. და ეს ბრძოლა გრძელდება იქამდე, სანამ მზე არ გამოაჭყიტებს ცის კამარაზე.შენც იყავი მონაწილე ამ ბრძოლის.ეს შენ ხარ, მომაკვდავი ანა.
ყოველი დღე შენთვის იყო ერთი სიცოცხლე.გქონდა ამდენი სიცოცხლე და ამ სიცოცხლეებში დატეული სიყვარულით ცდილობდი მომაკვდავი ერის გადარჩენას.
მომაკვდავი ერის, მომაკვდავ ქალაქის გვირილებიან ბაღში იდექი შენ. სუნთქავდი ღრმად და ფიქრობდი შემოქმედზე, ჭეშმარიტ შემოქმედზე. გიწევდა ფიქრი სიყვარულზე, ადამიანთა და შენს გახრწნილ სულებზე.
ალბათ ცოტა ჩემზეც იფიქრე, როგორც სიკვდილზე, როგორც წუთისოფელზე.
შენ და შენი მეგობრები დადიოდით თეატრში, პანტომიმის ახლადგახსნილ თეატრში.გიყვარდა ადამიანთა უსიტყვო ქცევა, გიზიდავდა მათი უცნაური დადგმები.ეს შენ იყავი,მომაკვდავი ანა, რომელიც ეძებდა მარად ახალს, მარად ახალს და მარად სანატრელს.
კითხულობდი ერთადერთი მეუღლის მიერ გამოგზავნილ წერილებს.შემდეგ კუჭავდი და ოთახის ბნელ კუთხეში ისროდი მათ.შემდეგ თითოეულს იღებდი, კვლავ ასწორებდი და კვლავ კითხულობდი.
დრო მიდიოდა და ახსოვდი მხოლოდ ღმერთს, მეუღლესა და აივანზე შემომსხდარ მერცხლებს.
ყველაზე მეტად კი მაინც ღმერთს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს