 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 20 ივნისი, 2011 |
გულს ბორგვა შემომჩენია ხოგაის მინდის მახვილის, ან იქნებ წინაპრის ხმაა, მიწიდან ამოძახილი! შემომყურებენ დღეები, მზერაში უჩანთ მდურება, მომდგარან სახლის დირეზე დაქანცულ ბედაურებად. ის ერთი დილა, მზიანი, შორით რომ მოჩანს ზმანებად, რად არ ერევა მარაქას, უხედნ კვიცივით თავნება? ხან გულზე მდგება ტორებით, ხან საისრეზე მშორდება, ხან სადღაც გაინაპირებს, მესმის ურვა და გოდება! რას დაშლიგინობს ჭიხვინით, ვის ან რას მიეძრახება? მთიდან მზირალი ტაძარი შავ-მწვანედ რად ითალხება? ყველა აქ დაქუჩებულა, ეს სადაური დოღია?! მიწას ჩასცქერენ დუმილით და სევდის ლაგამს ლოღნიან. განა სულ უნდა ვიგლოვოთ, ზოგჯერ სიმღერა მწადია, ნასეტყვი გული ვუფონო ღვთისმშობლის მიწას, მადლიანს! ცას ჩამოვყარო ჰანგები, უფლის გულიდან მდინარი, იმ ხმაბადაგში ვაბუდო ამ საგულეში ვინ არი! სადროშოს შემორჩენილი დედის ფერთალხი თავშალი, ჭერხოდან გადმომზირალი პაპის ხმალი და ჯავშანი, მიღმახევს დაყუდებული ციხიონი და ლაშქარი, სისხლით და ცრემლით ნაცვარი ციხე გულს ჩამონაშალი! გაიამინდეთ, დღეებო, მორჩით ნისლებთან ბორიალს, წინ ისევ გველის გოლგოთა, ტაძრამდე კიდევ შორია!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
44. გენაცვალეე ++++ გენაცვალეე ++++
43. გულს ბორგვა შემომჩენია ხოგაის მინდის მახვილის, ან იქნებ წინაპრის ხმაა, მიწიდან ამოძახილი! შემომყურებენ დღეები, მზერაში უჩანთ მდურება, მომდგარან სახლის დირეზე დაქანცულ ბედაურებად. ის ერთი დილა, მზიანი, შორით რომ დაიზმანება, რად არ ერევა მარაქას, უხედნ კვიცივით თავნება? ხან გულზე მდგება ტორებით, ხან საისრეზე მშორდება, ხან სადღაც გაინაპირებს, მესმის ურვა და გოდება! რას დაშლიგინობს ჭიხვინით, ვის ან რას მიეძრახება? მთიდან მზირალი ტაძარი შავ-მწვანედ რად ითალხება? ყველა აქ დაქუჩებულა, ეს სადაური დოღია?! მიწას ჩასცქერენ დუმილით და სევდის ლაგამს ლოღნიან. განა სულ უნდა ვიგლოვოთ, ზოგჯერ სიმღერა მწადია, ნასეტყვი გული ვუფონო ღვთისმშობლის მიწას, მადლიანს! ცას ჩამოვყარო ჰანგები, უფლის გულიდან მდინარი, იმ ხმაბადაგში ვაბუდო ამ საგულეში ვინ არი! სადროშოს შემორჩენილი დედის ფერთალხი თავშალი, ჭერხოდან გადმომზირალი პაპის ხმალი და ჯავშანი, მიღმახევს დაყუდებული ციხიონი და ლაშქარი, სისხლით და ცრემლით ნაცვარი ციხე გულს ჩამონაშალი! გაიამინდეთ, დღეებო, მორჩით ნისლებთან ბორიალს, წინ ისევ გველის გოლგოთა, ტაძრამდე კიდევ შორია! გულს ბორგვა შემომჩენია ხოგაის მინდის მახვილის, ან იქნებ წინაპრის ხმაა, მიწიდან ამოძახილი! შემომყურებენ დღეები, მზერაში უჩანთ მდურება, მომდგარან სახლის დირეზე დაქანცულ ბედაურებად. ის ერთი დილა, მზიანი, შორით რომ დაიზმანება, რად არ ერევა მარაქას, უხედნ კვიცივით თავნება? ხან გულზე მდგება ტორებით, ხან საისრეზე მშორდება, ხან სადღაც გაინაპირებს, მესმის ურვა და გოდება! რას დაშლიგინობს ჭიხვინით, ვის ან რას მიეძრახება? მთიდან მზირალი ტაძარი შავ-მწვანედ რად ითალხება? ყველა აქ დაქუჩებულა, ეს სადაური დოღია?! მიწას ჩასცქერენ დუმილით და სევდის ლაგამს ლოღნიან. განა სულ უნდა ვიგლოვოთ, ზოგჯერ სიმღერა მწადია, ნასეტყვი გული ვუფონო ღვთისმშობლის მიწას, მადლიანს! ცას ჩამოვყარო ჰანგები, უფლის გულიდან მდინარი, იმ ხმაბადაგში ვაბუდო ამ საგულეში ვინ არი! სადროშოს შემორჩენილი დედის ფერთალხი თავშალი, ჭერხოდან გადმომზირალი პაპის ხმალი და ჯავშანი, მიღმახევს დაყუდებული ციხიონი და ლაშქარი, სისხლით და ცრემლით ნაცვარი ციხე გულს ჩამონაშალი! გაიამინდეთ, დღეებო, მორჩით ნისლებთან ბორიალს, წინ ისევ გველის გოლგოთა, ტაძრამდე კიდევ შორია!
42. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
40. მადლობა, ჩემო გიგო, მეც მომენატრე! მადლობა, ჩემო გიგო, მეც მომენატრე!
39. ელდარ ჭიჭიაშვილო მომანატრე თავი ძამია!!! მოგიკითხე და გისალმე!!! არაჩვეულებრივი ლექსი მშვენიერი და უძლიერესი პოეტისაგან!!! გაიხარე შენა!!! ელდარ ჭიჭიაშვილო მომანატრე თავი ძამია!!! მოგიკითხე და გისალმე!!! არაჩვეულებრივი ლექსი მშვენიერი და უძლიერესი პოეტისაგან!!! გაიხარე შენა!!!
38. გაიხარე, სოლე, დიდი მადლობა! გაიხარე, სოლე, დიდი მადლობა!
37. რა სუფთა პოეზიაა აქ!გაიხარეთ, ბატონო ელდარ! რა სუფთა პოეზიაა აქ!გაიხარეთ, ბატონო ელდარ!
36. ეკა, მ-ე-რ-ცი, დიდი მადლობა, გაიხარეთ! ეკა, მ-ე-რ-ცი, დიდი მადლობა, გაიხარეთ!
35. ამ სულისკვეთების ადამიანების მხრებზე დგას საქართველო!
უდიდესი მოწონება ჩემი ლექსს! ამ სულისკვეთების ადამიანების მხრებზე დგას საქართველო!
უდიდესი მოწონება ჩემი ლექსს!
34. ყოველი სიტყვა, ყოველი სიტყვა ძვირფასი და ძლიერია აქ!!! გაიხარეთ ბ-ნო ელდარ! მეამაყებიიიიიიით!
პატივისცემით ყოველი სიტყვა, ყოველი სიტყვა ძვირფასი და ძლიერია აქ!!! გაიხარეთ ბ-ნო ელდარ! მეამაყებიიიიიიით!
პატივისცემით
33. გაიხარე, მარი, დიდი მადლობა! გაიხარე, მარი, დიდი მადლობა!
32. ასეთი ლექსების კითხვისას, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ქართველობით. :)
გაიხარეთ... 5 ასეთი ლექსების კითხვისას, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ქართველობით. :)
გაიხარეთ... 5
31. გაიხარე, ნეფერტარო, გაიამინდე, მოერიე სევდას და უხასიათობას! გაიხარე, დიდი მადლობა! გაიხარე, ნეფერტარო, გაიამინდე, მოერიე სევდას და უხასიათობას! გაიხარე, დიდი მადლობა!
30. შატილიონო, დღეს ძალიან ცუდ გუნებაზე ვარ. მიზეზიც მაქვს საამისო, ვერც ცრემლი ამოვიდინე. ამიტომ თქვენს გვერდზე მოვედი.
"შემომყურებენ დღეები, მზერაში უჩანთ მდურება, მომდგარან სახლის დირეზე დაქანცულ ბედაურებად."
"გაიამინდეთ, დღეებო, მორჩით ნისლებთან ბორიალს, წინ ისევ გველის გოლგოთა, ტაძრამდე კიდევ შორია! "
გულში ჩამეჭრა ... და ამოვისუნთქე. გიშველოთ ღმერთმა... შატილიონო, დღეს ძალიან ცუდ გუნებაზე ვარ. მიზეზიც მაქვს საამისო, ვერც ცრემლი ამოვიდინე. ამიტომ თქვენს გვერდზე მოვედი.
"შემომყურებენ დღეები, მზერაში უჩანთ მდურება, მომდგარან სახლის დირეზე დაქანცულ ბედაურებად."
"გაიამინდეთ, დღეებო, მორჩით ნისლებთან ბორიალს, წინ ისევ გველის გოლგოთა, ტაძრამდე კიდევ შორია! "
გულში ჩამეჭრა ... და ამოვისუნთქე. გიშველოთ ღმერთმა...
29. გაიხარე, მუხა, უღრმესი მადლობა! გაიხარე, მუხა, უღრმესი მადლობა!
28. ნუგეში, იმედი სიხარული და სიკეთე მოაქვს თქვნ ლექსებს ჩემთვის, თქვენი პოეზიის კითხვისას ვგრძნობ, ქართულ სულს, ადამიანს, რომელსაც ჰაერის უკმარისობა აქვს, სარკმელს გამოაღებს , როდესაც მე მომეძალება ჩემი სამშობლოს ჰაერის უკმარისობა, ამ გვერდს გავხსნი და სუფთა ქართული პოეზიის სურნელებას ვისუნთქავ, აქ ლექსებში არის წარსული, აწმყო და მომავალი, ნუგეში, იმედი სიხარული და სიკეთე მოაქვს თქვნ ლექსებს ჩემთვის, თქვენი პოეზიის კითხვისას ვგრძნობ, ქართულ სულს, ადამიანს, რომელსაც ჰაერის უკმარისობა აქვს, სარკმელს გამოაღებს , როდესაც მე მომეძალება ჩემი სამშობლოს ჰაერის უკმარისობა, ამ გვერდს გავხსნი და სუფთა ქართული პოეზიის სურნელებას ვისუნთქავ, აქ ლექსებში არის წარსული, აწმყო და მომავალი,
27. გაიხარე, ბექა! გაიხარე, ბექა!
26. მაგარია!
5!
მოგესალმებით! მაგარია!
5!
მოგესალმებით!
25. მადლობა, ნუნუნუნუ! მადლობა, ნუნუნუნუ!
24. ქართულ იავნანასავით მღერით ქართულ იავნანასავით მღერით
23. მადლობა , თამარ, მობრძანდით, მატანი, გიმასპინძლოთ, მზად არი! მადლობა , თამარ, მობრძანდით, მატანი, გიმასპინძლოთ, მზად არი!
22. გესტუმრე, შატილიონო, უკვე დაღლილი თვალითა... იქნება ლექსმა მიწამლოს სიტყვით, გულს ანათალითა...
შენმა სიტყვებმა, ელდარო, სულიც თან გაიყოლია: "გაიამინდეთ, დღეებო, მორჩით ნისლებთან ბორიალს!....
ექსკურსია მინდა მატანშიიიიიიი! :)))))) გესტუმრე, შატილიონო, უკვე დაღლილი თვალითა... იქნება ლექსმა მიწამლოს სიტყვით, გულს ანათალითა...
შენმა სიტყვებმა, ელდარო, სულიც თან გაიყოლია: "გაიამინდეთ, დღეებო, მორჩით ნისლებთან ბორიალს!....
ექსკურსია მინდა მატანშიიიიიიი! :))))))
21. კატიე, ხათუნა, მაკა, გაიხარეთ დიდი მადლობა! კატიე, ხათუნა, მაკა, გაიხარეთ დიდი მადლობა!
20. ძალიან, ძალიან ქართული რომ არის, იმიტომაც მიყვარს შატილიონო თქვენი პოეზია ძალიან ძალიან! :) გაიხარეთ! ძალიან, ძალიან ქართული რომ არის, იმიტომაც მიყვარს შატილიონო თქვენი პოეზია ძალიან ძალიან! :) გაიხარეთ!
19. გაიამინდეთ, დღეებო, მორჩით ნისლებთან ბორიალს, წინ ისევ გველის გოლგოთა, ტაძრამდე კიდევ შორია!
დაგლოცოთ ღმერთმა!!! +555 გაიამინდეთ, დღეებო, მორჩით ნისლებთან ბორიალს, წინ ისევ გველის გოლგოთა, ტაძრამდე კიდევ შორია!
დაგლოცოთ ღმერთმა!!! +555
18. ძალიან დილა მშვიდობისა :)
ისეთი სიმღერა ვიპოვე, რომ სურვილი გამიჩნდა თქვენთვის მეჩუქებინა.
განწყობისათვის : http://www.youtube.com/watch?v=4qkcZX68fuo&feature=share ძალიან დილა მშვიდობისა :)
ისეთი სიმღერა ვიპოვე, რომ სურვილი გამიჩნდა თქვენთვის მეჩუქებინა.
განწყობისათვის : http://www.youtube.com/watch?v=4qkcZX68fuo&feature=share
17. დიდი მადლობა ყველას, გაიხარეთ!
დიდი მადლობა ყველას, გაიხარეთ!
16. შემომყურებენ დღეები, მზერაში უჩანთ მდურება, მომდგარან სახლის დირეზე დაქანცულ ბედაურებად. რა ლამაზია...მიყვარს თქვენი პოეზია...ქართული...სახეუცვლელი...55555 შემომყურებენ დღეები, მზერაში უჩანთ მდურება, მომდგარან სახლის დირეზე დაქანცულ ბედაურებად. რა ლამაზია...მიყვარს თქვენი პოეზია...ქართული...სახეუცვლელი...55555
15. ოქროჭედურობაა თქვენი ლექსები. ოქროჭედურობაა თქვენი ლექსები.
14. ყველა აქ დაქუჩებულა, ეს სადაური დოღია?! მიწას ჩასცქერენ დუმილით და სევდის ლაგამს ლოღნიან.
გაიამინდეთ, დღეებო, მორჩით ნისლებთან ბორიალს.... ლამაზია. ყველა აქ დაქუჩებულა, ეს სადაური დოღია?! მიწას ჩასცქერენ დუმილით და სევდის ლაგამს ლოღნიან.
გაიამინდეთ, დღეებო, მორჩით ნისლებთან ბორიალს.... ლამაზია.
13. კარგი, გულიანი, ქართული.
კარგი, გულიანი, ქართული.
12. ძალიან ლამაზი,როგორც სხვები...
აუჰ რა საფერავი იყო ბიჯოოოოს...:):) ძალიან ლამაზი,როგორც სხვები...
აუჰ რა საფერავი იყო ბიჯოოოოს...:):)
11. ქართული, სიტყვა, დალოცვილი ქართული სიტყვა-ძახილი! 5555 ქართული, სიტყვა, დალოცვილი ქართული სიტყვა-ძახილი! 5555
10. გაიამინდეთ, დღეებო, მორჩით ნისლებთან ბორიალს, წინ ისევ გველის გოლგოთა, ტაძრამდე კიდევ შორია!
ძალიან მაგარია!!!! 555555555 გაიამინდეთ, დღეებო, მორჩით ნისლებთან ბორიალს, წინ ისევ გველის გოლგოთა, ტაძრამდე კიდევ შორია!
ძალიან მაგარია!!!! 555555555
9. ძალიან ლამაზი ლექსია... მომეწონა :) ძალიან ლამაზი ლექსია... მომეწონა :)
8. წინ ისევ გველის გოლგოთა,
ძალიან !
+ 5 5 5 წინ ისევ გველის გოლგოთა,
ძალიან !
+ 5 5 5
7. უხედნ კვიცივით თავნება? ვაჟა არ მომკვდარა!!!!!!!!!! ყოჩაღ...............++++++++++++++++5555555555555555555 უხედნ კვიცივით თავნება? ვაჟა არ მომკვდარა!!!!!!!!!! ყოჩაღ...............++++++++++++++++5555555555555555555
6. ძალიან მომეწონა! ღმერთმა გაგახაროს ასეთი კარგი ლექსისათვის. 5 ძალიან მომეწონა! ღმერთმა გაგახაროს ასეთი კარგი ლექსისათვის. 5
4. ძალიან, ძალიან მომეწონა!!! საერთოდ მომწონს თქვენი შემოქმედება და მიყვარს ამ გვერდზე სტუმრობა ++:) :) ძალიან, ძალიან მომეწონა!!! საერთოდ მომწონს თქვენი შემოქმედება და მიყვარს ამ გვერდზე სტუმრობა ++:) :)
3. ~და სევდის ლაგამს ლოღნიან~, ~დედის ფერთალხი თავშალი,~
~გაიამინდეთ, დღეებო, მორჩით ნისლებთან ბორიალს, წინ ისევ გველის გოლგოთა, ტაძრამდე კიდევ შორია!~ ~და სევდის ლაგამს ლოღნიან~, ~დედის ფერთალხი თავშალი,~
~გაიამინდეთ, დღეებო, მორჩით ნისლებთან ბორიალს, წინ ისევ გველის გოლგოთა, ტაძრამდე კიდევ შორია!~
2. მადლობა, კატიე, ჩავასწორე. მადლობა, კატიე, ჩავასწორე.
1. მარქას< <<მარაქას
ყოველღვის მხიბლავს ეს ავტორი თავისი შემართებით, თავისი ქართველობით! მარქას< <<მარაქას
ყოველღვის მხიბლავს ეს ავტორი თავისი შემართებით, თავისი ქართველობით!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|