| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: პოეზია 16 სექტემბერი, 2008 |
"და რომ ვიცოდე რატომ მიყვარხარ, იქნება, ასე არც მყვარებოდი."
მკლავები, მხოლოდ შენ რომ გაქვს...
თვალები, მხოლოდ შენ რომ გაქვს...
ტუჩები, ისეთი ტუჩები... თითები, ისეთი თითები...
ეგ თმები აშლილი ზღვასავით, ტუჩები, კლდეებზე ნაპრალი, ღმერთების ენა რომ მასწავლა, და ღმერთის გმობას რომ მაბრალებს,
ეგ სახე, ცასავით კრიალა, თვალივით გახელილ ცასავით, მასწავლე! ჩრდილების წაკითხვა, შენი წამწამები მასწავლე.
მასწავლე, შენამდე რა დროა, მერე მონატრება მასწავლე! მერე ამოსუნთქვა მადროვე, თვალივით გახელილ ცსავით,
მერე შენი სუნთქვა მათხოვე, ფილტვები რომ დასკდეს იმდენი შენი სიახლოვის მათხოვარს, სული რომ აღმივსოს იმდენი!
მერე იქნებ სულაც დარდივით, შენი მონაწილეც გამხადო, მერე იქნებ გულშიც ჩამიკრა, მერე სიმარტოვეც გამხადო,
მერე თვალ-ძილ-ბურან მორეულს, მზის ამობრწყინება მახარე, მერე მზის სხივები დახარე, ზღვებზე... მხარეებზე შორეულ,
მითხარი რომ როგორც სიზმარი, ხშირად შეგრძნებამდე ქრებოდი...
"ეჰ, რომ ვიცოდე რატომ მიყვარხარ, იქნება ასე არც მყვარებოდი."
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მომენატრე გიო... მომენატრე გიო...
14. მყვარებოდი გყვარებოდი : ) ამ სიტყვის მომგონს სიამოვნებით დავახრჩობდი ! არ მომეწონა რათქმაუნდა ! მყვარებოდი გყვარებოდი : ) ამ სიტყვის მომგონს სიამოვნებით დავახრჩობდი ! არ მომეწონა რათქმაუნდა !
13. გამიკვირდა აქ შენი გაჩენა..კარგია გამიკვირდა აქ შენი გაჩენა..კარგია
12. მერე იქნებ სულაც დარდივით, შენი მონაწილეც გამხადო, მერე იქნებ გულშიც ჩამიკრა, მერე სიმარტოვეც გამხადო,
...:) კარგია მერე იქნებ სულაც დარდივით, შენი მონაწილეც გამხადო, მერე იქნებ გულშიც ჩამიკრა, მერე სიმარტოვეც გამხადო,
...:) კარგია
11. მელოდიურია და არანაძალადევი, ჩემი აზრით>
მითხარი რომ როგორც სიზმარი, ხშირად შეგრძნებამდე ქრებოდი... :) მელოდიურია და არანაძალადევი, ჩემი აზრით>
მითხარი რომ როგორც სიზმარი, ხშირად შეგრძნებამდე ქრებოდი... :)
10. ალაგ ალაგ არის კარგი სტრიქონები, მთლიანობაში სუსტად შეკრული და ნაძალადევია. 3 ალაგ ალაგ არის კარგი სტრიქონები, მთლიანობაში სუსტად შეკრული და ნაძალადევია. 3
9. ლამაზი, რაკრაკა, მელოდიური:) ლამაზი, რაკრაკა, მელოდიური:)
8. ჰა 4 და მოგითხე სადაც ხარ იქ:) ჰა 4 და მოგითხე სადაც ხარ იქ:)
7. მომენატრა ''სატრფიალო ლირიკა'' ვერ ვიტან ამ სიტყვას.:) ლამაზი ლექსი მომნატრებია .მადლობა გიო. 5 ჩემგან. :) მომენატრა ``სატრფიალო ლირიკა`` ვერ ვიტან ამ სიტყვას.:) ლამაზი ლექსი მომნატრებია .მადლობა გიო. 5 ჩემგან. :)
5. ლამაზია...
მასწავლე!ჩრდილების წაკითხვა... ლამაზია...
მასწავლე!ჩრდილების წაკითხვა...
4. ეგ სახე, ცასავით კრიალა, თვალივით გახელილ ცასავით, ახლოა ძალიან............... ეგ სახე, ცასავით კრიალა, თვალივით გახელილ ცასავით, ახლოა ძალიან...............
2. ჰო.. გაიხარე! ბევრი და ბევრი.. კარგი კაცი და კარგი პოეტი.. მოგიკითხე მეგობარო!..
10 ჰო.. გაიხარე! ბევრი და ბევრი.. კარგი კაცი და კარგი პოეტი.. მოგიკითხე მეგობარო!..
10
1. მასწავლე, შენამდე რა დროა, მერე მონატრება მასწავლე! მერე ამოსუნთქვა მადროვე, თვალივით გახელილ ცსავით, -------> ცასავით
მერე შენი სუნთქვა მათხოვე, ფილტვები რომ დასკდეს იმდენი შენი სიახლოვის მათხოვარს, სული რომ აღმივსოს იმდენი!
გაიხარე, გიო! ალალი და უსაყვედურო 10. მასწავლე, შენამდე რა დროა, მერე მონატრება მასწავლე! მერე ამოსუნთქვა მადროვე, თვალივით გახელილ ცსავით, -------> ცასავით
მერე შენი სუნთქვა მათხოვე, ფილტვები რომ დასკდეს იმდენი შენი სიახლოვის მათხოვარს, სული რომ აღმივსოს იმდენი!
გაიხარე, გიო! ალალი და უსაყვედურო 10.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|