1. გასეტყვავებულ გიგანტურ ტალღებს სევდა შეენთო, ჩაფერფლა უმალ... დილის ძალობით გაჟღენთილ თაღებს ღამე ბურუსში ხვევდა იდუმალ. თითქოს მეც ბინდი შევისულხამე და გავეხვიე მრუმე ცის ლანდში... გულმწარე კვნესა აღმოხდა ღამეს, თითქოს დიდი ხნით უძილო ბავშვის... ტალღებს მოჰქონდათ სუნი მარილის, მლაშე ლაქები თუთქავდნენ ნაპირს... და ქვიშა ყვითლად გადაბანილი დაწინწკლულ ქვებზე იმტვრევდა თავპირს. სევდა მომაწვა მწარე ფიქრიანს, ტალღას მივენდე გიჟს და გალეშილს, ტორი მომავლო და გამითრია უსასრულობის ოკეანეში.
2. მიმოვქანაობ მბორგავ ზვირთებზე, გადამხეთქვია ცხელი ტუჩები... ვსრუტავ წყლის ჰაერს, როგორც ვირთევზა და დაბერილი მაქვს ლაყუჩები. ვხუჭავ თვალებს და ვარსკვლავებს ვხედავ, ვხედავ ქალაქსაც მბორგავ ცხოვრებით. გადაუხანძრავს ქუჩები მზედარს, ხელებცეცებით ვლიან მხცოვნები. და მაინც ცხოვრობს ხვატში ქალაქი სმა-ჭამით, ხვევნით, მითქმა-მოთქმებით... ბებერ წვეროსანს პარსავს დალაქი, ასფალტს ფხოჭნიან სიმწრით ლოთები. ბღენძობს, გულშავობს ზოგი უფროსი, ვლის დადრეკილი მონა მორჩილი... ბაღში ბანდიტთა გროვა უფრო ზის, ვიდრე საპყარი ხელფეხმოჭრილი. ყველა სურათი ჩვეულებრივი და უჩვეულოც სულშემზარავი მიიკადრება ვით ფირზე ფილმი, მაყურებელი არ ჩანს არავინ. არ ვცნობ რეჟისორს, მხატვარს, გადამღებს... არ ჩანს წარწერა... მაწვალებს ეჭვი... მერე ჩრდილებმა თვალი დამდაღეს და გააცალეს ფირს ანაბეჭდი.
3. გამაქანავა ტალღამ ძლიერად და მიმამსხვრია ნაპირს ქვიშიანს. ტანი მიქცია კვლავ მიწიერად და მილოშნიდა სხეულს შიშიანს. უსრულო სივრცე სასრულოდ იქცა მინანავებდა ახლა ზღვაური. გაქვავდა ქვა და გამიწდა მიწა, მზე მასხივებდა სხივებს ხმაურით. გადავინაცვლე წიაღში მიწის და ცხელ ქვიშაზე ვიწექი მარტო. ვისმენდი ეშმის ქირქილს და ღინცილს, ცა იყო ახლა ლურჯი და ფართო. ამაფარფატა კრებულმა ფერთა და ამიტაცეს ზეციურ თაღში... საცაა უნდა მიმგვარონ ღმერთთან, ვით დამნაშავე, ცოდვილი ბავშვი. მაგრამ ღრუბლებზე შემსვეს ანაზდად და ცისარტყელის ფერებს შემზავეს... მზემ ზეცა ისე მოალამაზა, ვით ფიროსმანმა ქუჩის მეძავი ..................................................... მე სინანულის გრძნობა მაღვიძებს და რეალობის წრეში ვბრუნდები... ო, რა მძიმეა ტანი სამიწე, ხელ-ფეხს ბორკავენ რკინის ხუნდები.
1995 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მანანა, რამდენი ლამაზი სიტყვა თქვი ერთად, გამაოცა შენმა ლექსმა, ძალიან კარგია და ჩემი 5 :) მანანა, რამდენი ლამაზი სიტყვა თქვი ერთად, გამაოცა შენმა ლექსმა, ძალიან კარგია და ჩემი 5 :)
16. მე სინანულის გრძნობა მაღვიძებს და რეალობის წრეში ვბრუნდები... ო, რა მძიმეა ტანი სამიწე, ხელ-ფეხს ბორკავენ რკინის ხუნდები. -მართლაც! მე სინანულის გრძნობა მაღვიძებს და რეალობის წრეში ვბრუნდები... ო, რა მძიმეა ტანი სამიწე, ხელ-ფეხს ბორკავენ რკინის ხუნდები. -მართლაც!
15. გამაქანავა ტალღამ ძლიერად და მიმამსხვრია ნაპირს ქვიშიანს. ტანი მიქცია კვლავ მიწიერად და მილოშნიდა სხეულს შიშიანს. უსრულო სივრცე სასრულოდ იქცა მინანავებდა ახლა ზღვაური. გაქვავდა ქვა და გამიწდა მიწა, მზე მასხივებდა სხივებს ხმაურით. გადავინაცვლე წიაღში მიწის და ცხელ ქვიშაზე ვიწექი მარტო. ვისმენდი ეშმის ქირქილს და ღინცილს, ცა იყო ახლა ლურჯი და ფართო. ამაფარფატა კრებულმა ფერთა და ამიტაცეს ზეციურ თაღში... საცაა უნდა მიმგვარონ ღმერთთან, ვით დამნაშავე, ცოდვილი ბავშვი. მაგრამ ღრუბლებზე შემსვეს ანაზდად და ცისარტყელის ფერებს შემზავეს... მზემ ზეცა ისე მოალამაზა, ვით ფიროსმანმა ქუჩის მეძავი ..................................................... მე სინანულის გრძნობა მაღვიძებს და რეალობის წრეში ვბრუნდები... ო, რა მძიმეა ტანი სამიწე, ხელ-ფეხს ბორკავენ რკინის ხუნდები.
გაწაფული ხელი იგრძნობა და საოცრად მოაქვს ავტორის ემოცია...++ გამაქანავა ტალღამ ძლიერად და მიმამსხვრია ნაპირს ქვიშიანს. ტანი მიქცია კვლავ მიწიერად და მილოშნიდა სხეულს შიშიანს. უსრულო სივრცე სასრულოდ იქცა მინანავებდა ახლა ზღვაური. გაქვავდა ქვა და გამიწდა მიწა, მზე მასხივებდა სხივებს ხმაურით. გადავინაცვლე წიაღში მიწის და ცხელ ქვიშაზე ვიწექი მარტო. ვისმენდი ეშმის ქირქილს და ღინცილს, ცა იყო ახლა ლურჯი და ფართო. ამაფარფატა კრებულმა ფერთა და ამიტაცეს ზეციურ თაღში... საცაა უნდა მიმგვარონ ღმერთთან, ვით დამნაშავე, ცოდვილი ბავშვი. მაგრამ ღრუბლებზე შემსვეს ანაზდად და ცისარტყელის ფერებს შემზავეს... მზემ ზეცა ისე მოალამაზა, ვით ფიროსმანმა ქუჩის მეძავი ..................................................... მე სინანულის გრძნობა მაღვიძებს და რეალობის წრეში ვბრუნდები... ო, რა მძიმეა ტანი სამიწე, ხელ-ფეხს ბორკავენ რკინის ხუნდები.
გაწაფული ხელი იგრძნობა და საოცრად მოაქვს ავტორის ემოცია...++
14. ტალღას მივენდე გიჟს და გალეშილს, ტორი მომავლო და გამითრია უსასრულობის ოკეანეში. ტალღას მივენდე გიჟს და გალეშილს, ტორი მომავლო და გამითრია უსასრულობის ოკეანეში.
13. კარგია, მომეწონა კარგია, მომეწონა
11. გასეტყვავებულ გიგანტურ ტალღებს სევდა შეენთო, ჩაფერფლა უმალ...
ტალღებს მოჰქონდათ სუნი მარილის, მლაშე ლაქები თუთქავდნენ ნაპირს... და ქვიშა ყვითლად გადაბანილი დაწინწკლულ ქვებზე იმტვრევდა თავპირს.
გამაქანავა ტალღამ ძლიერად და მიმამსხვრია ნაპირს ქვიშიანს. ტანი მიქცია კვლავ მიწიერად და მილოშნიდა სხეულს შიშიანს. უსრულო სივრცე სასრულოდ იქცა მინანავებდა ახლა ზღვაური. გაქვავდა ქვა და გამიწდა მიწა, მზე მასხივებდა სხივებს ხმაურით. გადავინაცვლე წიაღში მიწის და ცხელ ქვიშაზე ვიწექი მარტო. ვისმენდი ეშმის ქირქილს და ღინცილს, ცა იყო ახლა ლურჯი და ფართო. ამაფარფატა კრებულმა ფერთა
(როგორი ცემია...რაღაც მაგდაგვარი მეც განმიცდია:) სევდა მომაწვა მწარე ფიქრიანს, ტალღას მივენდე გიჟს და გალეშილს, ტორი მომავლო და გამითრია უსასრულობის ოკეანეში.
მიმოვქანაობ მბორგავ ზვირთებზე, გადამხეთქვია ცხელი ტუჩები...
საცაა უნდა მიმგვარონ ღმერთთან, ვით დამნაშავე, ცოდვილი ბავშვი. მაგრამ ღრუბლებზე შემსვეს ანაზდად და ცისარტყელის ფერებს შემზავეს...
მე სინანულის გრძნობა მაღვიძებს და რეალობის წრეში ვბრუნდები... ო, რა მძიმეა ტანი სამიწე, ხელ-ფეხს ბორკავენ რკინის ხუნდები.
გასეტყვავებულ გიგანტურ ტალღებს სევდა შეენთო, ჩაფერფლა უმალ...

8. მოგიკითხე მანან და დავწერ აქ ჩემი ხუთიანი მოგიკითხე მანან და დავწერ აქ ჩემი ხუთიანი
6. არ მომწონს მაიცდამაინც, რადგან თემაც და გამოხატვის ფორმაც მოსაწყენი მეჩვენება..... ბევრჯერ გადამღერებულია..... სიახლე კი არაფერი შეგაქვთ.... არ მომწონს მაიცდამაინც, რადგან თემაც და გამოხატვის ფორმაც მოსაწყენი მეჩვენება..... ბევრჯერ გადამღერებულია..... სიახლე კი არაფერი შეგაქვთ....
5. :)
ამ ზომის ნაწერს მკითხველის "ჩასათრევად" მეტი კონკრეტული სიტუაცია სჭირდება, ან მეტი ექსპრესია.
რაღაც ისეთი ლექსია, საფუძველგამოცლილი და თან გადაღეჭილი:
ზღვა, ტალღები, შეთრევა, ფიქრები, ნოსტალგია, სინანული...
რა ვიცი აბა.. მე ძალიან არ მომეწონა.
დიმიტრი ბახუტაშვილი. :)

დიმიტრი ბახუტაშვილი.
4. ლამაზი აგონიაა ქ-ნო მანანა! +++++ ლამაზი აგონიაა ქ-ნო მანანა! +++++
3. + მოგიკითხე! + მოგიკითხე!
2. უკაცრავად, არასწორად წავიკითხე. რიტმი მწყობრშია. უკაცრავად, არასწორად წავიკითხე. რიტმი მწყობრშია.
1. "და ქვიშა ყვითლად გადაბანილი დაწინწკლულ ქვებზე იმტვრევდა თავპირს."
ეს ფრაზა ძალიან მომეწონა. მთლიანობაში – არა.
"უსრულო სივრცე სასრულოდ იქცა" მესამე ნაწილში აქედან სულ სხვა რიტმია.
+1
"და ქვიშა ყვითლად გადაბანილი დაწინწკლულ ქვებზე იმტვრევდა თავპირს."
ეს ფრაზა ძალიან მომეწონა. მთლიანობაში – არა.
"უსრულო სივრცე სასრულოდ იქცა" მესამე ნაწილში აქედან სულ სხვა რიტმია.
+1
|
|
მონაცემები არ არის |
|
|