ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2011


ძმა

როცა ძმა გარდამეცვალა,
სხივი ჩამიქრა მზისა,
ახლა გვერდით მყავს აღარა -
ბოკვერი ალგეთისა.
ცივი არ მიქრის ნიავი -
არც ბარის... არცა მთისა,
ვერ გამინელებს დრო ტკივილს,
წყლულს ვერ მოარჩენს ძმისას.
სისხლის არ მესმის ყივილი,
ყმუილი ქართლის მგლისა,
აღარც სიმღერა მომესმის
ბატონიშვილის ხმლისა...
ვაი, რაღა ვქნა... არსიდან
გზაც აღარა სჩანს ხსნისა!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები