Your browser does not support the audio element.
ასე ინება შემოქმედმა, ასე ინება. ჩემთვის ჭურჭელი გამოძერწა მტვრისგან, ქაოსში. მერე მოქარგა - დამიდგინა ედემი ბინად, ჭრელი ჩიტებით, სიმწვანით და ლურჯით საოცრით. „იყო საღამო და იყო დილა“... ... გამოდევნილმა ცოდვის სკივრი ვატარე ზაკვით, არცა ანთრაკი, არც ზურმუხტი , არც ცის მანანა... კიდეც ვიმრუშე, ძმაც მოვკალ და ვიავაზაკე კიდეც. ინანა, მაშინ ღმერთმა, მაშინ ინანა... ,,იყო საღამო და იყო დილა...“ და მომივლინა, ძე, ხსნისათვის, ძღვენად, საოკედ, განსაწმენდელად, შესაწირად , გაკვრად საჯვარედ... ბრმას ამიხილა მაცხოვარმა თვალი... და უკეთ - ჯვარცმულს მაჯებზე მივაჭედე ჩემსგან სამსჭვალი. ,,იყო საღამო და იყო დილა“ სნეულიც ვიყავ , კეთროვანი ... წყლულებით სავსე, დამიამდა და გოლგოთაზე როგორც დაღამდა, ,,ჯვარს აცუ ესე!!!“ გავკიოდი : „ჯვარს აცუ ესე“ ! ძმარი შევასვი, და კიდევ ბევრჯერ მერე - აქამდე... მოწყალე რომ ხარ, (ვფარისევლობ) შენდობას ველი იმედით იმის, მიმიღებენ მაინც, შვილს უძღებს. ურცხვად გახსენებ: ავაზაკი? ! მაგდალინელი ?! ღ მ ე რ თ ო, ღ მ ე რ თ ი ხარ! მაგრამ, ნეტა , სანამ გამიძლებ!!! ,,იყო საღამო და იყო დილა...“
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
32. მართლა ძალიან მაგარია! უფალი გფარავდეთ ! 5
მართლა ძალიან მაგარია! უფალი გფარავდეთ ! 5 31. ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა ! ! ! ჩემო ძვირფასებო, გფარავდეთ უფალი, ყოველთვის და ყოველგან!
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა ! ! ! ჩემო ძვირფასებო, გფარავდეთ უფალი, ყოველთვის და ყოველგან! 30. უძლიერესი ნაწერი,გფარავდეთ უფალი :*
უძლიერესი ნაწერი,გფარავდეთ უფალი :* 29. გმადლობთ, ძვირფასო. გამახარეთ, ფრიად!
გმადლობთ, ძვირფასო. გამახარეთ, ფრიად! 28. ძალიან მომეწონა, თქვენი პოეზიის თაიგულია, !
ძალიან მომეწონა, თქვენი პოეზიის თაიგულია, ! 27. კარგია ძალიან..
კარგია ძალიან.. 26. აუუუ, პირად წერილებს ვერ ვაგზავნი თქვენთან. :( არა და რაღაც აუცილებელი საქმე მაქვს...
აუუუ, პირად წერილებს ვერ ვაგზავნი თქვენთან. :( არა და რაღაც აუცილებელი საქმე მაქვს... 25. ძალიან მომწონს თქვენი პოეზია... ბევრ რამეს დავწერდი კიდევ:) უბრალოდ არ მინდა ზედმეტი სიტყვები... მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით... ბრავო!
ძალიან მომწონს თქვენი პოეზია... ბევრ რამეს დავწერდი კიდევ:) უბრალოდ არ მინდა ზედმეტი სიტყვები... მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით... ბრავო! 22. ძალიან მომეწონა. ბრავო! 55555555555
ძალიან მომეწონა. ბრავო! 55555555555 21. სნეულიც ვიყავ , კეთროვანი ... წყლულებით სავსე, დამიამდა და გოლგოთაზე როგორც დაღამდა, ,,ჯვარს აცუ ესე!!!“ გავკიოდი : „ჯვარს აცუ ესე“ ! ძმარი შევასვი, და კიდევ ბევრჯერ მერე - აქამდე... ფინალი ისეთი, რომ.... აკვიატებულ,გააზრებულ ფრაზად მექცა. მოგიკითხეს აქედან, დე.
სნეულიც ვიყავ , კეთროვანი ... წყლულებით სავსე, დამიამდა და გოლგოთაზე როგორც დაღამდა, ,,ჯვარს აცუ ესე!!!“ გავკიოდი : „ჯვარს აცუ ესე“ ! ძმარი შევასვი, და კიდევ ბევრჯერ მერე - აქამდე... ფინალი ისეთი, რომ.... აკვიატებულ,გააზრებულ ფრაზად მექცა. მოგიკითხეს აქედან, დე. 20. უძლიერესია...დამბურძგლა... კიდევ და კიდევ მე თქვენ მიყვარხართ ავტორო!
უძლიერესია...დამბურძგლა... კიდევ და კიდევ მე თქვენ მიყვარხართ ავტორო! 19. სნეულიც ვიყავ , კეთროვანი ... წყლულებით სავსე, დამიამდა და გოლგოთაზე როგორც დაღამდა, ,,ჯვარს აცუ ესე!!!“ გავკიოდი : „ჯვარს აცუ ესე“ ! ძმარი შევასვი, და კიდევ ბევრჯერ მერე - აქამდე... რამდენჯერ გვითქვამს ეს, და მართლა სადამდე გაგვიძლებს... დიდი ემოციით სავსეა, ნამდვილი აღსარება...
სნეულიც ვიყავ , კეთროვანი ... წყლულებით სავსე, დამიამდა და გოლგოთაზე როგორც დაღამდა, ,,ჯვარს აცუ ესე!!!“ გავკიოდი : „ჯვარს აცუ ესე“ ! ძმარი შევასვი, და კიდევ ბევრჯერ მერე - აქამდე... რამდენჯერ გვითქვამს ეს, და მართლა სადამდე გაგვიძლებს... დიდი ემოციით სავსეა, ნამდვილი აღსარება... 18. მოგიკითხე ფისო მთელი სითბოთი/...
მოგიკითხე ფისო მთელი სითბოთი/... 17. ღ მ ე რ თ ო, ღ მ ე რ თ ი ხარ! მაგრამ, ნეტა , სანამ გამიძლებ!! +2
ღ მ ე რ თ ო, ღ მ ე რ თ ი ხარ! მაგრამ, ნეტა , სანამ გამიძლებ!! +2 16. ღ მ ე რ თ ო, ღ მ ე რ თ ი ხარ! მაგრამ, ნეტა , სანამ გამიძლებ!!! ,,იყო საღამო და იყო დილა...“
ღ მ ე რ თ ო, ღ მ ე რ თ ი ხარ! მაგრამ, ნეტა , სანამ გამიძლებ!!! ,,იყო საღამო და იყო დილა...“ 15. მართლაც გულს ხვდება. უფალი იესო იყოს თქვენი მფარველი აწ და მარადის!
მართლაც გულს ხვდება. უფალი იესო იყოს თქვენი მფარველი აწ და მარადის! 14. +555 დაგლოცოთ უფალმა!!!
+555 დაგლოცოთ უფალმა!!! 13. გულში ჩამწვდა!
გულში ჩამწვდა! 12. ( ორივე) ოთარ და ზაზა, თქვენივე ნაწერებიდან , ვიცი დამოკიდებულება ღვთისადმი და მიყვარხართ ,ამად. ნინოს და ნანას მადლობა,წაკითხვისათვის. ბეთ ავენისგან მეამა, (ნეტა , რომელი ხარ?) საითაც მდინარე მიედინებას ვეფერები, ბევრს, ბევრს! მ ე დ ე ა მ ო ლ ო დ ი ნ ს ----გილოცავ !!!!!!!!!!აქაც ვიმეორებ : შენს დაბადებას ვენაცვალე ჩვენო გიჟმაჟო! რა სიჩუმე იქნებოდა, ჩემთვის, დედამიწაზე უშენოდ. გკოცნი!!!!!!!!!!!!!
( ორივე) ოთარ და ზაზა, თქვენივე ნაწერებიდან , ვიცი დამოკიდებულება ღვთისადმი და მიყვარხართ ,ამად. ნინოს და ნანას მადლობა,წაკითხვისათვის. ბეთ ავენისგან მეამა, (ნეტა , რომელი ხარ?) საითაც მდინარე მიედინებას ვეფერები, ბევრს, ბევრს! მ ე დ ე ა მ ო ლ ო დ ი ნ ს ----გილოცავ !!!!!!!!!!აქაც ვიმეორებ : შენს დაბადებას ვენაცვალე ჩვენო გიჟმაჟო! რა სიჩუმე იქნებოდა, ჩემთვის, დედამიწაზე უშენოდ. გკოცნი!!!!!!!!!!!!! 11. გულითადი მოკითხვა :) ეს ლექსი კი უძლიერესია, მიყვარს შინაარსიანი ლექსები :)
გულითადი მოკითხვა :) ეს ლექსი კი უძლიერესია, მიყვარს შინაარსიანი ლექსები :) 10. ამ სამყაროში ღვთის გარდა ვერავინ შეძლებდა ამდენ პატიებას...რამდენი მილიარდი შვილი რამდენ საშინელებას ჩადის??? ღმერთი მართლა რომ ღმერთია!!!
ამ სამყაროში ღვთის გარდა ვერავინ შეძლებდა ამდენ პატიებას...რამდენი მილიარდი შვილი რამდენ საშინელებას ჩადის??? ღმერთი მართლა რომ ღმერთია!!! 9. ძალიან...ძალიან...ძალიან...55555555555555 მოწყალე რომ ხარ, (ვფარისევლობ) შენდობას ველი იმედით იმის, მიმიღებენ მაინც, შვილს უძღებს. ურცხვად გახსენებ: ავაზაკი? ! მაგდალინელი ?! ღ მ ე რ თ ო, ღ მ ე რ თ ი ხარ! მაგრამ, ნეტა , სანამ გამიძლებ!!!
ძალიან...ძალიან...ძალიან...55555555555555 მოწყალე რომ ხარ, (ვფარისევლობ) შენდობას ველი იმედით იმის, მიმიღებენ მაინც, შვილს უძღებს. ურცხვად გახსენებ: ავაზაკი? ! მაგდალინელი ?! ღ მ ე რ თ ო, ღ მ ე რ თ ი ხარ! მაგრამ, ნეტა , სანამ გამიძლებ!!! 8. მახსოვს ეს ლექსი , კარგია ძალიან ! :)
მახსოვს ეს ლექსი , კარგია ძალიან ! :) 7. ბურძგლომერატის შკალამ მაქსიმუმს მიაღწია! ბრავო! მომენატრე:( 5
ბურძგლომერატის შკალამ მაქსიმუმს მიაღწია! ბრავო! მომენატრე:( 5 6. საინტერესოა. გფარავდეთ უფალი!
საინტერესოა. გფარავდეთ უფალი! 5. ძალიან მომეწონა - 5+ :)
ძალიან მომეწონა - 5+ :) 4. თეა.მოგეფერე, თბილო! სოლე მადლობა, მონატრებულო!
თეა.მოგეფერე, თბილო! სოლე მადლობა, მონატრებულო! 3. გასაოცარი ლექსია! +5!!!
გასაოცარი ლექსია! +5!!! 2. ღ მ ე რ თ ო, ღ მ ე რ თ ი ხარ! მაგრამ, ნეტა , სანამ გამიძლებ!!! ,,იყო საღამო და იყო დილა...“ მეც ძალიან მომწონს ,გაიხარეთ!
ღ მ ე რ თ ო, ღ მ ე რ თ ი ხარ! მაგრამ, ნეტა , სანამ გამიძლებ!!! ,,იყო საღამო და იყო დილა...“ მეც ძალიან მომწონს ,გაიხარეთ! 1. ძალიან კარგია! მოგიკითხეთ...
ძალიან კარგია! მოგიკითხეთ...
მონაცემები არ არის