ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2011


გიორგი (ბუხუტი) დარახველიძეს

მიხარის: ფეხის წვერებით
რომ მოიარე დუნია,
შენი დადგმული ცეკვები
არავის დაუწუნია.
ქართულ საქმისთვის იღვწოდი,
თავაწეული გიმღერი,
ბევრი თაობა აღზარდე
ცეკვა-ცეკვით და სიმღერით.
უფალის სადიდებელი
ხმა მესმის ზართა რეკვისა,
ჩვენში სიკეთის მთესველი -
დიდოსტატი ხარ ცეკვისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები