ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2011


კ ა ფ ე შ ი

ყალბია ღიმილი ,

ზის ტუჩის კუთხეში,

კაფეში კვამლია,

ჭიქები ხმაურობს.......

ყველაფერს ველოდი,

მე ამ ცხოვრებაში,

მაგრამ აქ შენს ნახვას,

არასდროს.....  არასდროს......

..          ..            .. 

ყალბი ხარ , ცხოვრებავ!....

შენს ჩამქრალ თვალებში

ვერაფერს ვკითხულობ ......

მე  ახლა, ყველაფერს,

ყველაფერს დავთმობდი!...

ოღონდ აქ , ამ წუთას,

ჩემს გვერდით რომ იყო....

..              ..            ..

.....ყალბია  ღიმილი ,

ზის ტუჩის კუთხეში,

კაფეში კვამლია,

ჭიქები ხმაურობს,

მე ისევ მიყვარხარ,

მე არ დამავიწყდი,

არა....

მე არ ვხუმრობ......


26.06.2011.  სერგეი ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები