| ავტორი: ზეფო ჟანრი: პოეზია 30 ივნისი, 2011 |
ნილოსის პირას ერთი ქოხი დგას, თეთრი კედლებით, სახლია ვაჟის. ისლის ქვეშ მდგომი ქარქაშს აძრობს ხმალს, ბოროტად სივის სალესი კაჟის.
ჯუდანბეს ტომს ყავს გატაცებული ტურფა ზეკელა მისი ნათება, როგორც შეიტყო მათ ბელადს უნდა მის ცოლთან ერთად ღამის გათევა.
უდაბნოს სერავს, ქელავს ტანჯული, ბალღამით ავსებს სულის მთა-გორებს შეურაწხყოფით გახელებული ფეხქვეშ იკეცავს ქვიშის ნაგროვებს.
* * * ბედუინებით გარშემორტყმული ხმალზე ხელს იკრავს, უბღვერის სწორებს მხრიდან წვეთ-წვეთად ჩამოსდის სისხლი დაჩეხილ გვამებს უკუღმად სტოვებს.
* * * ახლოდან უცქერს ბერბერი ქოხებს აგერ გამოდის მისი მშვენებაც მუცელს სიმრგვალე ატყვია მისას სახეც უბრწყინავს თუ ეჩვენება?..
გარს შემოერტყნენ მტრის მეომრები, აახმაურეს განგაშად დოლი, მათი ბელადიც მის წინ დადგა და გვერდს დაიყენა ახალი ცოლი.
გიყვარს ზეკელა? - ჰკითხა ბერბერმა ცოლმა ახალ ქმარს მიაყრდნო მხარი ოჰ... შემიბრალე, - ამოიგმინა და დანანებით ჩაჰკიდა თავი...
* * * (ბერბერის წასვლის შემდეგ ბელადმა თავისთან იხმო ტომის წევრები)
უკან მისდიეთ და ჩაუსაფრდით, მინდა, მიწისქვეშ მალევე მოხვდეს, იცოდეთ, თქვენი იმედი მაქვს და აუცილებლად უნდა მოკვდეს!
( ზეკელას ბელადის სოტყვები ესმა უკან აბრუნე შენები უთხრა)
ნუ მთხოვ ძვირფასო, არ დაგთანხმდები წავა, თავის ტომს ყველაფერს ეტყვის ნუთუ გგონია თავს გაგვანებებს, ამიერიდან არაფერს გვერჩის?!..
(ქალმა მრისხანედ გადახედა ქმარს როგორ შევცდიო, ფიქრი ადგას თავს...)
ის ხალხს ხოცავდა და ვერცხლს იღებდა, არც კი მიყვარდა, რადგან მკვლელია. თუმც შემიბრალა, ჩვენ აღარ მოგვკლა, მისი გზა მუდამ ხომ წითლად სველია.
არც შენისთანა გულს არ მიხარებს, ზურგიდან ცდილობ მტრის მოშორებას. მე პატიოსან კაცად გიყვარე, სიკვდილიც მიჯობს ამ მოგონებას.
არც შვილს გაგიჩენ, მას არ ვაცოცხლებ, მშიშრების სისხლი უნდა დაიქცეს, შენ კი გირჩევდი, ვიდრე ახერხებ, თავქუდმოგლეჯით სადმე გაიქცე.
თუმც... უკვე მწარედ დაგაგვიანდა... ხედავ?.. ის მოდის, შორიდან ვიცან, ზეკელამ ცივად გაიღიმა და ხანჯალი მკერდში საჩქაროდ იცა .
* * * ბერბერი მკვდარ ქალს გადაეხვია კრძალვით უკოცნის გაყინულ ბაგეს , გულს მწუხარების გველი ეხვია ცრემლი უსველებს შავგრემან სახეს.
ბარემ მეც მომკალ, რაღას ყოყმანობ, კაცი მუდარით შესცქერის ბერბერს ამ მოკლე დროში ტომის ბელადი დამსგავსებია საცოდავ ბებერს .
არა, არ მინდა, ცოდვები კმარა. მეყოფა ის, რაც ამქვეყნდა ვთესე. ჩემისთანების ამბავი ალბათ, საჭირო არის დამთავრდეს ესე.
თქვა ბერბერმა და იძრო კინჟალი, იწყო სილის თხრა გამწარებულმა. მზე ჩალმას უწვავს, მხრებზე სდის ალი, სული უბორკა ტანჯვის კრებულმა...
* * * სამარის პირას მდგომი ბერბერი სევდით დასცქერის სილაში ორმოს, ზეკელამ, ქვეყნად ყველაზე ლამაზმა ქალმა სულის სიმშვიდე რომ მოიპოვოს...
ბავშვობის დროინდელი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. სერგეი, ცხოვრება ისეთი მშვენიალურია, როგორიც შენ წარმოგიდგენია, ოღონდ შენთვის. სერგეი, ცხოვრება ისეთი მშვენიალურია, როგორიც შენ წარმოგიდგენია, ოღონდ შენთვის.
9. სერგეი, ყავის სმა რო იციან და კარგი ქალები რო ყავთ იმიტომ დავუწერე ეგ ამბავი მაგათ. სერგეი, ყავის სმა რო იციან და კარგი ქალები რო ყავთ იმიტომ დავუწერე ეგ ამბავი მაგათ.
8. მშვენიალურია!!!!.. ისე, ბერბერები ჯიგარი ხალხია... მაგარი ყავის სმა იციან..:) მშვენიალურია!!!!.. ისე, ბერბერები ჯიგარი ხალხია... მაგარი ყავის სმა იციან..:)
7. დიდი მადლობა ქალბატონო მანანა. დიდი მადლობა ქალბატონო მანანა.
6. წარმატებები :)++ წარმატებები :)++
5. გმადლობ უნდა დამეწერა. გმადლობ უნდა დამეწერა.
4. გმადლობა ისტერიკა. გმადლობა ისტერიკა.
3. გმადლობა ისტერიკა. გმადლობა ისტერიკა.
1. კორექტურები ჩაასწორეეეთ მომეწონააა არააა ცუდი წარმატებაო თუ რაღაც ეგეტს არ იძახით აქ? ხოდა ეგ:):) კორექტურები ჩაასწორეეეთ მომეწონააა არააა ცუდი წარმატებაო თუ რაღაც ეგეტს არ იძახით აქ? ხოდა ეგ:):)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|