ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ეკა ბაზერაშვილი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2011


ლურჯი ლაგუნა

მე მხოლოდ ერთი ხოხბისფერი
ოცნება მქონდა...
და მისი კვალი ამჩნევია
ფანჯრის რაფაზე,
ცა მიბრალებდა, - ცისარტყელებს
ცრემლებით ქსოვდა,
შენ ამ ქსოვილთა სიდიადეს 
დღეს ვერ აფასებ!
ნათელი  სხივი მოუჩანდი
წყვდიადს, შვენოდა...
შენთვის რომ მოვკვდე, - სულ ეს გექნება
მოსატევები,
მე მხოლოდ ერთი სამკაული
მსურდა შენიდან, -
რომ სამაჯურად მკეთებოდა
შენი მტევნები;
წავედი!
ვიცი, გაოცებისგან
მდუმარედ დახვალ,
დღის მატარებელს ჩამოვაცილე
მუნჯი ვაგონი,
ჩემი თვალების საგუბარში
მუხლამდე დგახარ
და ნატრობ სურნელს ჩემი ლექსების
ლურჯი ლაგუნის...
მე მხოლოდ ერთი ხოხბისფერი ოცნება მქონდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები