ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2011


* * *

ისე არ მიდის ყველაფერი, როგორც მე მინდა,
მეორე აქტი ჩაუვარდა ჩემს ფანტაზიას.
ჩამოიფერთხა ოცნებები ფიქრმა თხემიდან,
ისევ ფიქრებში თავწაყოფას რაღა აზრი აქვს...
თუმც, წარმოსახვამ მაინც მომცა შვება ცოტა ხნით,
მით უფრო ახლა, ყოფასთან რომ გრძელი როქი მაქვს.
ხვალ რეალობა საკუთარ თავს პირში მომახლის,
აღარაფერი რომ არ დამრჩეს კარგად ყოფნიდან...
აღმართზე ასულს თავს მახსენებს იქვე დაღმართიც,
თითქოს ცხოვრება მიტარებდეს სუნთქვით ვარჯიშებს,
შვიდპარასკევა ბედ-იღბალს კი ჩემი რაც ჰმართებს,
ვახსენებ, მაგრამ ერთს მპასუხობს - გაწრთობ, საჯიშედ!..
დრო სულ არ მაცლის სათუოს და საალბათოოს,
როგორ მაგონებს ბალზაკის გმირ ჯიუტ რანტიეს.
დროის ფუნქცია ლოდინია, ჩემო ბატონო,
მე კი მოლოდინს უდროობა ვერ ვაპატიე...

პეიზაჟი

ქარმა აშალა ღრუბლების პლისე,
მზეს მიაფარა მერე ვუალად.
ტუჩის გარმონზე დაუკრა ისე,
ეჭვობდა, თვითონ იყო თუ არა...
მეწამულის ზღვა ეფინა ცის ყელს,
ცას ჰქონდა სახე სხივით ნაფერი.
ქარი კი უკვე უსტვენდა ზღვისკენ
და ჰგავდა ტალღა წყალზე აფრენილს.
უსმენდა ქარი მუსიკას ქროლვის,
თითქოს ეძებდა რაღაცას უთქმელს.
როგორც მძინარე, ლამაზი ცოლი,
ისე ეწვინა ცა მიწას გულზე.
      27.06.11


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები