ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
10 ივლისი, 2011


სიყვარული პირველი

ყველაფერი საშინელი იყო ამ სიყვარულში და არავინ კი შეშინებული.
ეს იმ დროს ხდებოდა ,როცა ცვლილებებმა შესძრა მიწა ........ეკალ–ბარდების რევოლუციის შემდგომ ქვეყანა ისე სწრაფად მიჰქროდა წინ რომ ,სუსტი  გულისრევის შეგრძნება წამით არ მტოვებდა.
ეს ყველაფერი ჩემს ვენებში იღვიძებდა ყოველ დილით ,ვენები ხტოდენ, როგორც კნუტები და ჟღრიალებდნენ ონკანები, საიდანაც წყლის მაგივრად საერთო–სახალხო  ოპიუმი მოსჩქეფდა!....
ქალაქში, სადაც გაუქმებულ ეკლესიებში ხალხი საუზმობდა ,მუსიკის თანხლებით......
ქალაქში, რომელიც მწნილების დიდ საბითუმო ბაზარს გავდა ,სადაც ყველა გამუდმებით ამწნილებდა რაღაცას, საპირისპირო სქესის ჯინაზე !.... გაუცხოების სამსახურის სერვერები დღედაღამ მუშაობდა ,ამიტომაც იყო რომ ქალაქი სულიერად ყარდა.
დილით ფოსტალიონის მოტანილ წერილებს ჩემს პაწაწუნა, ლამაზ აივანზე ვკითხულობდი ....ამ დროს გული ხტოდა როგორც ღაბუა ჩიტი !... ვკითხულობდიო ?...ვკითხულობდი კი არა და ვნთქავდი მის მოწერილ ყოველ სიტყვას!.....რის შემდგომ წერილს ნაზად ვეამბორებოდი ......ამ დროს კი გაუქმებული ეკლესიის ზარის რეკვა ჩამესმოდა, ასეთ წუთებში შევიმალებოდი , შემოვიდოდი რა ოთახში ,როგორც კი ქუჩის ხმაური ჩაცხრებოდა , შეუცნობლად გავიშვერდი ხელებს აღმოსავლეთისკენ და ჩემს თავს გამოვუტყდებოდი
––ღმერთოოო.................... ისე მომენატრა  ხელები მიკანკალებს!....
მერე ის მოდიოდა.
––ჩემო ძვირფასო.......––ტიტინებდა ქალი და მხრებზე მეფერებოდა, მისი თმები იმ ღამესავით შავი და გრძელი იყო ,ერთად რომ ვამოკლებდით.
თმები ყურებზე მედებოდა.......  მიღიტინებდა.....
გაუნძრევლად ვიჯექი და გმირულად ვიტანდი ,ცხოვრებაში ხომ ყოველთვისაა მომენტი ,როცა  შეიძლება გმირობა ჩაიდინო!...
მერე მთელი დღეები მინდორზე ვეყარეთ, ქალაქგარეთ.... ღამე ვარსკვლავების ყურებით ვირთობდით თავს ......
რას ვჭამდით ან რას ვსვამდით, არ მახსოვს ,მხოლოდ ბედნიერები რომ ვიყავით უდავოა .
ის სულ რაღაცას მეჩურჩულებოდა და მე ვიცოდი რომ სიტყვები არ იყო ამ დროს მთავარი.

P.S.
ბოლოს შემთხვევით შევხვდი, დუქანში იჯდა ჩემი ჰაეროვანი არსება!.... კიევურ კატლეტს ჭამდა და უშნოდ იცოხნებოდა ,გაყინულ, უემოციო სახეზე, მაკიაჟისგან თავისუფალი სახის კუნთები პირველყოფილი ადამიანისას წააგავდა ....---ო ღმერთო დიდებულო !...–––გავიფიქრე , მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე ისეთი რამ!.....აი ,რომ წამოსწევს გამოქვაბულის ადამიანი ჩაიდნის ტუჩივით პირს და იტყვის მოკლე ,შემზარავ ,ფრაზას :   
––უ !!!!.....  –უ !!!....
ასე იქცეოდნენ მისი წინაპრები და განა მას შესწევდა კი ძალა ,ასე დიდხანს შეწინააღმდეგებოდა ინსტიქტებს ?...
დიახ ,ასე იქცეოდნენ მისი წინაპრები...... მას აღარ შეეძლო სხვაგვარად მოქცეულიყო !....ჩემს წინ თითქოსდა  დნებოდა ტილიანი ინტელიგენტი ,მასში ძალას იკრებდა სახელოვან  წინაპართა წმინდა ადათ–წესები.
ძალა მოვიკრიბე ...... რამეთუ შევქანდი ,უცებ დავინახე მზარდი ნაპრალი ,ერთ წამში უფსკრულად რომ იქცა, რეალობასა და ოცნებას შორის .
––მე მივდივარ შენგან, ბარტყო!..... ––ვუთხარი გაშმაგებულმა.
––არა !....არა!....  ეს არ მოხდება !.....––იყვირა მან და დააბოყინა
მოხდა..........................



09.07.2011. სერგეი ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები